განცხადება ტექნოლოგიების გამოფენაში მონაწილეობის შესახებ
ადგილობრივი ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობის, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი “საქართველოს მეორე ეროვნული შეტყობინება კლიმატის ცვლილების კონვენციისადმი” და კავშირი “მწვანე გზა” გეგმავენ კლიმატის ცვლილების შემარბილებელი და საადაპტაციო ტექნოლოგიების გამოფენის ორგანიზებას.
ამასთან დაკავშირებით, ვიწვევთ ორგანიზაციებს და კერძო პირებს, რომლებსაც გააჩნიათ გამოგონებები ან ინიციატივები კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ან საადაპტაციო ღონისძიებების შესახებ.
კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
- განახლებადი ენერგიის გამოყენების ტექნოლოგიები (ქარი, მზე, ბიომასა და ა.შ.)
- ენერგიის დამზოგი ტექნოლოგიები ან ღონისძიებები
- სხვა.
კლიმატის ცვლილებისადმი საადაპტაციო ღონისძიებები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
- ნაპირსამაგრი ღონისძიებები და ტექნოლოგიები
- ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებები და ტექნოლოგიები
- ქარსაფარი ღონისძიებები და ტექნოლოგიები
- გვალვაგამძლე ჯიშები სოფლის მეურნეობისათვის
- სხვა.
წინადადებები ტექნოლოგიების ან გამოგონების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ფორმატით:
1. იდეის მოკლე აღწერა
2. საქართველოში ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობის მოკლე აღწერა
3. სათბურის აირების შემცირების პოტენციალი / ან ტექნოლოგიის საადაპტაციო პოტენციალი კლიმატის ცვლილების მიმართ
4. ტექნოლოგიის ან მისი განვითარების (ადგილზე წარმოების) ღირებულება
5. შესაძლო მომხმარებლები / მოსარგებლეები
6. საქართველოს ბაზარზე ტექნოლოგიის დანერგვის პერსპექტივა.
შერჩეული წინადადებები წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ გამოფენაზე, რომელზეც მოწვეული იქნებიან პოტენციური ინვესტორები.
წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა არის: 2008 წლის 20 მაისი.
წინადადებები მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, კანდელაკის ქ. 55
ტელ.: (+995 99) 244632
ელ-ფოსტა: info@greenway.ge / mtsvane_gza@yahoo.com
საკონტაქტო პიროვნება: ელენე გვილავა
Back