3 მიზეზი რის გამოც პრიუსი ტექინსპექტირებისას ხარვეზდება
24 June, 2019

Toyota Prius ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ჰიბრიდული ავტომობილია მსოფლიოში, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამ მოდელს, განსაკუთრებით ბოლო წლებში, საქართველოშიც უამრავი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა. ამას Toyota Prius-ის ენერგოეფექტურობა და უნივერსალურობა განაპირობებს, რადგან ავტომობილი აღჭურვილია როგორც ელექტრო ასევე ბენზინის ძრავით.

 

მას შემდეგ რაც ტექინსპექტირება სავალდებულო გახდა, აი რა უნდა ვიცოდეთ თუ გვყავს ან გვსურს შევიძინოთ Toyota Prius.

 

ნახევარი წლის განმავლობაში სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ არსებობს „დამახასიათებელი სისუსტეები“ რომლებიც სხვადასხვა მწარმოებლების განსხვავებულ მოდელებს აკავშირებთ და ტექდათვალიერებისას მათი დახარვეზების მიზეზიც ხდება.

 

მაშ ასე, რადგან გამონაკლისს არც Toyota Prius წარმოადგენს, ვიცოდეთ, რამ შეიძლება შეუშალოს ხელი ტექინსპექტირების წარმატებით გავლას:

 

სანათი ფარები:

 

Toyota Prius-ის დახარვეზების მიზეზი ხშირად მის სანათ ფარებს უკავშირდება - ფარის სინათლის ნაკადის მიმართულება არ შეესაბამება მოთხოვნებს ან სინათლის წყარო გაუმართავია.

სინათლის წყაროს გაუმართაობის ძირითადი მიზეზები, გადამწვარი ნათურები ან გაუმართავი და გატეხილი ფარებია.

 

სავალი თვლის მორგვი:

 

კიდევ ერთი პრობლემური ადგილი, სავალი თვლის მორგვია - როდესაც თვლის ნებისმიერი ქანჩი ან ჭანჭიკი დაკარგული ან მოტეხილია.

 

დამუხრუჭება:

 

ყურადღებას დამუხრუჭების ეფექტიანობაც საჭიროებს. რეგულაციების თანახმად, დახარვეზების მიზეზი შეიძლება იყოს მდგომარეობა, როდესაც სატრანსპორტო საშუალებისათვის სადგომი მუხრუჭის ეფექტიანობა ნაკლებია 16%-ისა.

აღნიშნული ჩამონათვალი, ზემოთ მოყვანილი გაუმართავობების 1641 შემთხვევაზე დაყრდნობით არის შედგენილი.

 

შევაჯამოთ:

 

თუ თქვენ გყავთ Toyota Prius და გიწევთ ტექდათვალიერების გავლა, შესაძლოა ღირდეს თადარიგის დაჭერა და ამ შესანიშნავი მოდელისთვის დამახასიათებელი „სუსტი წერტილების“ გადამოწმება პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

 

სად გაიაროთ ტექინსპექტირება?

 

ყველგან, სადაც გრინვეის ტექინსპექტირების ცენტრები შეგხვდებათ;

თბილისში 10, ხოლო რეგიონებში, მათ შორის მაღალმთიან რაიონებში, გრინვეის 19 სერვის ცენტრი მოგემსახურებათ. 

 

თუ ავტომობილი დახარვეზდა:

 

ერთი თვის ვადაში შესაძლებლობა გექნებათ პრობლემების აღმოსაფხვრელად და ავტომობილის წესრიგში მოსაყვანად