CARBOX+ საჩუქრები უკვე ყველა ავტო მფლობელს
31 March, 2021

სასაჩუქრე პაკეტი CARBOX+ გრინვეისა და სოკარისგან, უკვე ყველა ავტომფლობელს, როგორც თბილისში ისე რეგიონებში! ეს არის სასაჩუქრე ნაკრები, რომელიც მძღოლებისთვის სასურველ და აუცილებელ ვაუჩერებსა და ფასდაკლებებს შეიცავს. მისი მიღება  გრინვეიში ტექდათვალიერების გავლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

 

აპრილში CARBOX+ ნაკრებში მძღოლებს დახვდებათ ფასდაკლებები „სოკარისგან“ საწვავზე და ბუნებრივ აირზე. ბენზინსა და დიზელზე ფასდაკლება 16 თეთრს შეადგენს, ბუნებრივ აირზე კი 10 თეთრს.

 

CarBox-ში მძღოლები ასევე ნახავენ „ამბოლის“ 20%-იანი ფასდაკლების ვაუჩერებს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სამუხრუჭე ხუნდების ან ნათურების შეძენისას. ამბოლისგან ისინი დასაჩუქრდებიან ზეთის შეძენის შემთხვევაშიც - 4 ლიტრი ზეთის შეძენისას 1 ლიტრს საჩუქრად მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას, შესაბამისი სერვისის მიღება არის უფასო.

 

გარდა ამისა, მხოლოდ გრინვის თბილისის ფილიალებში, მძღოლებს CarBox-ში დახვდებათ თანამედროვე თვითმომსახურების სამრეცხაოების ქსელის, „გრინვოშის“ ვაუჩერები. „გრინვოშის" სამრეცხაო ცენტრები მუშაობს 24 საათის განმავლობაში. მძღოლებს შეუძლიათ თავად გარეცხონ საკუთარი ავტომობილი, აირჩიონ რეცხვის რეჟიმი, სარეცხი ხსნარები და რეცხვის ხანგრძლივობა. ვაუჩერის განაღდება შესაძლებელია ყოველდღე 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, გრინვოშის ნებისმიერ ფილიალში. მისამართები:

  • ბელიაშვილი - ნოდარ ბოხუას #1
  • ვარკეთილი - ვიქტორ კუპრაძის 64
  • ფეიქრები - მტკვრის მარცხენა სანაპირო, ქსნის ქუჩის მიმდებარედ
  • ბერი გაბრიელ სალოსის ქ. 175ა
  • დავით აღმაშენებლის ხეივანი #164
  • გლდანი, ილია ვეკუას #54

 

CARBOX-ის აპრილის თვის სასაჩუქრე ნაკრების მიღება ნებისმიერ ავტო მფლობელს შეუძლია გრინვეიში ტექდათვალიერების გავლის შემდეგ. საჩუქრების გამოყენება კი მთელი 2021 წლის განმავლობაშია შესაძლებელი.

შეამოწმე ტექინსპექტირების თარიღი გრინვეის ვებ-გვერდზე: https://greenway.ge 


გრინვეის სერვის ცენტრების მისამართების სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://greenway.ge/ka/service-centers