გრინვეისთან ერთად ჩვენ ვქმნით ტექინსპექტირების ისტორიას - გრინვეი 7 წლისაა
18 August, 2025
კომპანიის ისტორია საქართველოში 7 წლის წინ დაიწყო. 2019 წლიდან, ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე, ტექინსპექტირებას დაექვემდებარა ყველა სატრანსპორტო საშუალება. ამ პროცესში „გრინვეი“ რეფორმის დასაწყისიდანვე, 2018 წლის 15 აგვისტოდან ჩაება.
 
 
დღეს, 7 წლის შემდეგ, „გრინვეი“ საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 32 ფილიალით და დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 300 თანამშრომელი. კომპანია მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და ამ დროის განმავლობაში უკვე გაწეული აქვს 2,500,000-ზე მეტი მომსახურება.
 
 
ამ 7 წლის განმავლობაში გრინვეიმ არაერთი ინოვაციური პროექტი წარმატებით განახორციელა და ღირსეულად მოიპოვა ინდუსტრიის ლიდერობა როგორც სერვისის ხარისხის, ასევე ტექნოლოგიური სიახლეების და მიდგომების დანერგვაში.
 
 
2024 წელს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გრინვეიმ დანერგა სრულიად ახალი, შიდა საოპერაციო სისტემა, რომელმაც ტექინსპექტირების პროცესი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ეფექტური, სწრაფი და მოსახერხებელი გახადა.
 
 
ბოლო წლებში გრინვეიმ ინსპექტირების ბეჭდური ოქმი სრულად ჩაანაცვლა თანამედროვე, ელექტრონული ფორმატით. მომხმარებელი ოქმს პირდაპირ SMS-ის სახით იღებს, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცესს: აღარ არის საჭირო ქაღალდების შენახვა, არ არსებობს დაკარგვის რისკი და ინფორმაცია ყოველთვის ხელმისაწვდომია ტელეფონში და ასევე ვებსაიტზეც.
 
 
ეს ცვლილება არა მხოლოდ მომხმარებლისთვისაა კომფორტული, არამედ ეკოლოგიურადაც მნიშვნელოვანია - ქაღალდის მოხმარება კომპანიაში პროექტის ჩაშვებიდან დღემდე 80%-მდეა შემცირებული.
 
 
 
USAID-სა და „გრინვეი საქართველოს“ თანამშრომლობის ფარგლებში , „გრინვეი საქართველომ“ პარტნიორებთან (APPLUS, CITA, ტექინსპექტირების ცენტრების გაერთიანება „ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის“) ერთად შექმნა გრინვეი აკადემია. ამ ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური სასწავლო მოდულები, მომზადდა სახელმძღვანელო მასალები, შემეცნებითი და სასწავლო ვიდეოები, აგრეთვე ფუნქციონირება დაიწყო უნიკალურმა ონლაინ პლატფორმამ - academy.greenway.ge. ასევე, საქართველოს მასშტაბით გადამზადდა ტრენერთა ჯგუფი.
 
 
გრინვეი 2025 წელსაც აქტიურად ზრუნავდა მომხმარებელზე და საზოგადოებასთან კომუნიკაციაზე. კომპანიის მთავარი ამოცანა წელსაც რეფორმის შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდება, მისი მნიშვნელობისა და საჭიროების ხაზგასმა იყო. ამ მიზნით, წლის განმავლობაში პერიოდულად გაიმართა სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიები.
 
 
კომპანიის ვებგვერდსა და სოციალურ არხებში რეგულარულად ზიარდებოდა რჩევები და რეკომენდაციები, რომლებიც შეეხებოდა როგორც ავტომობილის მოვლას, ისე მგზავრობისას უსაფრთხოების და კომფორტის უზრუნველყოფას. მათ შორის იყო რჩევები, თუ რა უნდა შეამოწმოს მძღოლმა გზაზე გასვლის წინ, რა და რატომ მოწმდება ტექდათვალიერების დროს, რა ნივთებით უნდა იყოს აღჭურვილი მანქანა კომფორტული მგზავრობისთვის და სხვა.
 
 
გრინვეი მუდამ აგრძელებს რეფორმის გაძლიერებას, ევროპული სტანდარტების დანერგვას და მომხმარებლებისთვის ინოვაციური სერვისების შეთავაზებას.
 
 
მადლობა ერთგულებისთვის!