გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი საიტი
star icon

ჩვენ შესახებ

About Us Image

გარემოს დაცვა გულისხმობს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას და გარემოს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. აქ წინა პლანზე დგას ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა და გარემოზე ზემოქმედება. ცხოველთა და ბუნების დაცვისაგან განსხვავებით, გარემოს დაცვა კონცენტრირდება არა გარკვეული ლანდშაფტების ან ცალკეული საფრთხეში მყოფი ცხოველებისა თუ მცენარეების დაცვაზე, არამედ ზრუნავს ბუნებრივი სასიცოცხლო საფუძვლების ერთი მთლიანობის შენარჩუნებაზე ყველა ცოცხალი არსების კეთილდღეობისათვის. ადამიანი ცხოველებისა და მცენარეებისაგან განსხვავებით არ არის შეგუებული რომელიმე გარკვეულ გარემო(ცვა)ს, იგი მის გარემოს ტექნიკის დახმარებით თავისი მოთხოვნილებების მიხედვით აფორმირებს, მას შეუძლია ბუნებრივად მოცემული საცხოვრებელი პირობები შეცვალოს რითაც ხშირად არღვევს ეკოლოგიას. გარემოს დაზიანების პირველსაწყისები უძველეს წარსულში უნდა ვეძებოთ, ისინი ჯერ კიდევ 10 000 წელზე მეტი ხნის წინათ, როდესაც ადამიანებმა მიწათმოქმედება და მეცხოველეობა დაიწყეს. ტყეების ქვედა იარუსის მცენარეები შინაურმა ცხოველებმა გადაჭამეს, მიწათმოქმედების წინაპირობების შექმნამ გამოიწვია ფართომასშტაბიანი ეროზიები.

0

ინსპექტირებული ავტომობილი

0

წელი თქვენს სამსახურში

0

ცენტრი ქვეყნის მასშტაბით

0

გამოცდილი თანამშრომელი

arrow-left icon
arrow-right icon

პარტნიორები

გრინვეი 2019 წლიდან საერთაშორისო ასოციაცია CITA-ს წევრია. CITA აერთიანებს სახელმწიფო და კერძო სექტორის ორგანიზაციებს, რომლებიც ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების სფეროში საქმიანობენ. ორგანიზაცია აღიარებულია ევროპის საბჭოს, გაეროს ეკონომიკური საბჭოს (WP29), მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO), ასევე მსოფლიო ბანკის გზებზე გლობალური უსაფრთხოების სამსახურის (the Global Road Safety Facility) და სხვა ორგანიზაციების მიერ. https://citainsp.org/ .გრინვეი ესპანური ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების მსოფლიო ლიდერი კომპანიის Applus-ის პარტნიორია, რომელიც 70 ქვეყანაში ოპერირებს. https://www.applus.com/global/en/. სწორედ ესპანეთში აიმაღლეს ჩვენმა თანამშრომლებმა აკრედიტაცია და შეიძინეს ტექინსპეტირებისათვის საჭირო უნარები.
გრინვეი ტექინსპექტირების დანადგარების მწარმოებლის წამყვანი ფრანგული ბრენდის MULLER AUTOMOTIVE-ს პარტნიორია. ჩვენს სერვის ცენტრებში აღნიშნული კომპანიის ტექნიკური დანადგარებია დამონტაჟებული. მათი მოვლისა და კალიბრაციის ტრენინგები ჩვენმა თანამშრომლებმა საფრანგეთში გაიარეს.