შემოუერთდი გრინვეის გუნდს – გრითერი / ოპერატორის პოზიციაზე

თუ გსიამოვნებს ადამიანებთან ურთიერთობა, ხარ კომუნიკაბელური, ორგანიზებული და გსურს იმუშაო სტაბილურ კომპანიაში, ეს შესაძლებლობა შენთვისაა, დასაქმდი მარტივად.

სს „გრინვეი საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას გრითერის / ოპერატორის პოზიციაზე.

“გრინვეი” მუდმივად ვითარდება და ახალ ტალანტებს იწვევს. ჩვენთვის მომხმარებელთან კომუნიკაცია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ვეძებთ მეგობრულ, ენერგიულ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელიც ტექდათვალიერების ცენტრში მოსულ მომხმარებლებს მიიღებს და დაეხმარება მომსახურების პროცესში - ტექდათვალიერების სწრაფად და კომფორტულად გავლაში.

დასაქმების უპირატესობები გრინვეიში!

  • სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი;
  • სრულფასოვან პრაქტიკულ გადამზადებას უზრუნველყოფს კომპანია;
  • შესაძლებლობა, თავად აირჩიო სასურველი სამუშაო ლოკაცია;
  • დაგხვდება მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის რეალური შესაძლებლობა.

სამუშაო პირობები

  • გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე (ჯამში 40 საათი მოქნილი გრაფიკით);
  • ანაზღაურება: 900 ლარი;
  • ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა და FitPass.


რა ევალება თანამშრომელს? პოზიციის ფუნქცია-მოვალეობა:

  • მომხმარებლების დახვედრა და პირველადი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლების რეგისტრაცია პროგრამაში;
  • სერვისცენტრში რიგების ორგანიზება და მართვა;
  • მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა სწრაფი გადახდის აპარატითა და უნაღდო ანგარიშსწორების პროცესთან დაკავშირებით;
  • მომსახურების მაღალი სტანდარტისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.

რას ველოდებით ახალი თანაგუნდელისაგან?

  • საშუალო, პროფესიულ ან უმაღლეს განათლებას;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნას;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების უნარს;
  • ორგანიზებულობას, პუნქტუალურობასა და პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
  • დეტალებზე ყურადღებასა და გუნდური მუშაობის უნარს.

„გრინვეი“ გაძლევს შანსს, განვითარდე პროფესიონალთა გუნდთან ერთად. თუ თვლი, რომ შენი უნარები თანხვედრაშია ჩვენს მოთხოვნებთან, გადადგი ახალი კარიერული ნაბიჯი.

დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ინფორმაცია აქ ,ჩვენ კი უმოკლეს დროში დაგიკავშირდებით.

გელოდებით გრინვეის გუნდში!
გაიგე მეტი arrow-right icon

შემოუერთდი „გრინვეის“ გუნდს და დაეუფლე ახალ პროფესიას!

თუ ავტომობილების სფერო გაინტერესებს და გსურს სტაბილურ კომპანიაში კარიერის დაწყება, ეს შესაძლებლობა შენთვისაა, დასაქმდი მარტივად.

სს „გრინვეი საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას ტექდათვალიერების ინსპექტორის ასისტენტის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლიან ადამიანებს, რომლებსაც სურთ ახალი პროფესიის დაუფლება. სამუშაო გამოცდილება საჭირო არ არის - საქმიანობას სრულად შეგასწავლით სამუშაო პროცესში და ეტაპობრივად გაგაცნობთ ტექდათვალიერების ყველა მნიშვნელოვან ეტაპს.

დასაქმების უპირატესობები გრინვეიში:

  • სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი;
  • სრულფასოვან პრაქტიკულ გადამზადებას უზრუნველყოფს კომპანია;
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი, რომლის მორგებაც სწავლასთანაც შესაძლებელია;
  • შესაძლებლობა, თავად აირჩიო სასურველი სამუშაო ლოკაცია;
  • დაგხვდება მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის რეალური შესაძლებლობა.

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ჯამში 40 საათი (სტუდენტებისთვის გრაფიკის მორგება შესაძლებელია);
  • ანაზღაურება: 1100 ლარი;
  • ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა და FitPass.

რა ევალება თანამშრომელს? პოზიციის ფუნქცია-მოვალეობა:

  • ავტომობილის ინსპექტირების სივრცეში განთავსება;
  • ინსპექტორის ასისტირება გამონაბოლქვის, სამუხრუჭე სისტემის, ABS-ისა და სავალი ნაწილის შემოწმების პროცესში;
  • ინსპექტორის ასისტირება მაშუქების, მინასაწმენდი სისტემისა და ხმოვანი სიგნალის შემოწმებისას;
  • ძრავის ბრუნვის საზომი მოწყობილობის სწორად განთავსება შესაბამის აგრეგატზე;
  • პრობლემური შემთხვევების შესახებ მენეჯერის დროული ინფორმირება;
  • მომსახურების ხარისხისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
  • კომპანიის პროცედურებისა და სამუშაო ინსტრუქციების ზედმიწევნით შესრულება.

რას ველოდებით ახალი თანაგუნდელისაგან?

  • B კატეგორიის მართვის მოწმობას;
  • ავტომობილებისა და ტექდათვალიერების სფეროს მიმართ ინტერესსა და მოტივაციას;
  • პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
თუ მზად ხარ, დაიწყო კარიერა ახალ პროფესიით და გახდე “გრინვეის” პროფესიონალთა გუნდის წევრი, დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ უმოკლეს დროში დაგიკავშირდებით.

გელოდებით ჩვენს გუნდში!
გაიგე მეტი arrow-right icon

გრინვეი აკადემიაში ტრენინგები მიმდინარეობს

ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების სფეროში მაღალი სტანდარტების შესანარჩუნებლად, გრინვეი აკადემიაში 2026 წელსაც გრძელდება თანამშრომელთა ტრენინგები სერვისისა და ტექნიკური მიმართულებით. გრინვეისთვის მომხმარებლების უსაფრთხოება, ნდობა და კმაყოფილება პრიორიტეტულია, ამიტომ ტრენინგების მთავარი მიზანია თანამშრომელთა პროფესიული ცოდნის გაღრმავება, ტექნიკური უნარების განვითარება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.

თეორიული და პრაქტიკული სწავლება

ტექნიკური ტრენინგები მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას. თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ პრაქტიკული გადამზადება მიმდინარეობს უშუალოდ სერვისცენტრებში, სადაც თანამშრომლები მიღებულ ცოდნას რეალურ სამუშაო პროცესში იყენებენ.

სასწავლო პროგრამები ხორციელდება ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების სფეროში მოქმედი რეგულაციებისა და საქართველოს მთავრობის №511 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

ტრენინგების მთავარი თემები

ტრენინგების პროცესში განიხილება ისეთი საკვანძო საკითხები, როგორიცაა:
  • ავტომობილის იდენტიფიკაცია - ეს ინსპექტირების პირველი და აუცილებელი ეტაპია, რომლის დროსაც დგინდება სატრანსპორტო საშუალების შესაბამისობა წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან. ეს პროცესი მოიცავს ავტომობილის VIN კოდის, სარეგისტრაციო ნომრის, ტექპასპორტისა და სხვა მონაცემების შედარებას;
  • ავტომობილის შემოწმება სივრცეში - მოწმდება ინტერიერი, ექსტერიერი, გამონაბოლქვი, სამუხრუჭე მოწყობილობები. ტრენერი აზიარებს საუკეთესო პრაქტიკას გამონაბოლქვის შემოწმების კუთხით, ასევე განიხილავს, თუ რა მნიშვნელოვან დეტალებს უნდა მიექცეს ყურადღება ამ პროცესში. თანამშრომლები სიღრმისეულად ეცნობიან საქართველოს მთავრობის №510 რეგლამენტში მითითებულ მუხლებს, რომლითაც განსაზღვრულია შესაბამისი ხარვეზები;
  • ორმოზე სრულყოფილად შემოწმება - მანქანის ქვედა ნაწილის დეტალური ინსპექტირება, რომლის დროსაც მოწმდება ძარის, ძრავის და შასის კომპონენტები. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა გამოვლინდეს ავტომობილის ფარული დაზიანებები;
  • კაპოტის გახსნა და დახურვა - მისი საკეტების შემოწმება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა გამოირიცხოს მოძრაობის დროს გახსნის ნებისმიერი რისკი;
  • სწავლების პროცესში თანამშრომლები საკუთარ ყოველდღიურ სამუშაო სიტუაციებს განიხილავენ, რაც გუნდს გამოცდილების გაზიარებასა და ხარვეზების პრევენციაში ეხმარება.

სერვის პლუსის ტრენინგები

სერვისის მიმართულების ტრენინგების მთავარი მიზანი მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის უნარების დახვეწაა. გარდა თეორიული ცოდნისა, მონაწილეები სწავლობენ, თუ როგორ გახადონ ტექინსპექტირება მომხმარებლისთვის უფრო მარტივი და კომფორტული. 

ტრენინგები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

  • გუნდური მუშაობა - ტრენინგები ორიენტირებულია ერთიანი, მოტივირებული სამუშაო გარემოს შექმნაზე. თანამშრომლებს შორის შეთანხმებული და სწრაფი კომუნიკაცია მუშაობის პროცესს ბევრად მოქნილს ხდის. შედეგად, იზოგება დრო, რაც პირდაპირ აისახება მომხმარებლის კმაყოფილებაზე. 
  • რეალური შემთხვევების განხილვა და გამოცდილების გაზიარება - ტრენინგზე სხვადასხვა სერვისცენტრის თანამშრომლები განიხილავენ პრაქტიკაში არსებულ პრობლემურ სიტუაციებს. სხვადასხვა ფილიალის პრაქტიკის გაცნობა გუნდს ეხმარება, იყოს უფრო მოქნილი და არასტანდარტულ სიტუაციებში სწრაფად იპოვოს პრობლემის მოგვარების საუკეთესო, მომხმარებელზე ორიენტირებული გზა. 
  • პროფესიული ეტიკეტი და გარემო - მენეჯერები სწავლობენ სერვისცენტრში მოწესრიგებული და პოზიტიური ატმოსფეროს შენარჩუნებას. ინსპექტორებისა და გრითერებისთვის კი აქცენტი კეთდება ავტომფლობელებთან უშუალო, თავაზიან კომუნიკაციასა და უკუკავშირზე.
  • მომხმარებლებთან ურთიერთობა - ინსპექტორები მომხმარებელს პროცესის არსს განუმარტავენ, ხოლო მენეჯერები ორიენტირებულნი არიან ნებისმიერი გაუგებრობის სწრაფად და ეფექტურად მოგვარებაზე. ჩვენი მიზანია, მძღოლებმა ხარვეზების შესახებ ინფორმაცია მიიღონ არა როგორც შენიშვნა, არამედ როგორც რეკომენდაცია მათივე უსაფრთხოებისთვის.

უსაფრთხოებაზე ზრუნვა მთელი ქვეყნის მასშტაბით

გრინვეის საქართველოს მასშტაბით 32 ფილიალი აქვს და მუდმივად ზრუნავს თითოეული თანამშრომლის პროფესიულ განვითარებაზე, რათა მძღოლებმა ჩვენთან ვიზიტისას თავი მაქსიმალურად დაცულად იგრძნონ.

შეგახსენებ, რომ გრინვეის ვებგვერდზე ტექინსპექტირების წინასწარ დაჯავშნის ფუნქციონალი მოქმედებს, სადაც სასურველ რეგიონს, ქალაქს, ფილიალსა და დროს აირჩევ. მართალია, წინასწარი ჩაწერა სავალდებულო არ არის და მომსახურებას ნებისმიერ ცენტრში ჯავშნის გარეშეც მიიღებ, თუმცა წინასწარი ჯავშანი ლოდინის დროს შეგიმცირებს. 













გაიგე მეტი arrow-right icon

გრინვეის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა

2025 წელს გრინვეიში წარმატებით დასრულდა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა. სამ თვიანი სტაჟირება მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული გამოცდილებისა და პროფესიული უნარების განვითარებას. 
სტაჟიორებმა ყოველდღიურ სამუშაო პროცესში შეიძინეს პროფესიული გამოცდილება და გაეცნენ სერვის ცენტრის მუშაობის სპეციფიკას.  პროგრამის დასრულების აღსანიშნავად გაიმართა დაჯილდოების ღონისძიება, სადაც სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცათ. 
მნიშვნელოვანია, რომ სტაჟიორთა დიდმა ნაწილმა გააგრძელა მუშაობა გრინვეის თბილისის სერვის ცენტრებში, რაც პროგრამის ეფექტურობასა და რეალურ შედეგს ადასტურებს. 
პრაქტიკული გამოცდილება და ტრენინგები
სტაჟირების პერიოდში მონაწილეებმა არა მხოლოდ პრაქტიკული გამოცდილება  მიიღეს, არამედ ჩაერთნენ გრინვეი აკადემიის“ ტრენინგებში. ტრენინგები მოიცავდა მთავარ საკითხებს:
  • ტექინსპექტირების თეორიულ საფუძლებსა და პრაქტიკულ მაგალითებს;
  • სამუშაო პროცესში საჭირო პროფესიულ უნარებს;
  • სერვის პლიუსს-მომხმარებელზე ორიენტირებულ მომსახურებას.
დაიწყე კარიერა გრინვეიში
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა გრინვეის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და მისი მთავარი მიზანია:
  • ახალგაზრდებისთვის კარიერის დაწყების შესაძლებლობების მიცემა;
  • კვალიფიციური კადრების მომზადება;
  • ტექინსპექტირების სფეროს განვითარება სტუდენტების ჩართულობით.
თუ გრინვეიში მუშაობის დაწყებით და საკუთარი მოტივაციის წარმოჩენით ხარ დაინტერესებული გაეცანი ბლოგს - როგორ მოვემზადო გრინვეიში გასაუბრებისთვის 
გაიგე მეტი arrow-right icon