შემოუერთდი გრინვეის გუნდს – გრითერი / ოპერატორის პოზიციაზე
სს „გრინვეი საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას გრითერის / ოპერატორის პოზიციაზე.
“გრინვეი” მუდმივად ვითარდება და ახალ ტალანტებს იწვევს. ჩვენთვის მომხმარებელთან კომუნიკაცია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ვეძებთ მეგობრულ, ენერგიულ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელიც ტექდათვალიერების ცენტრში მოსულ მომხმარებლებს მიიღებს და დაეხმარება მომსახურების პროცესში - ტექდათვალიერების სწრაფად და კომფორტულად გავლაში.
დასაქმების უპირატესობები გრინვეიში!
- სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი;
- სრულფასოვან პრაქტიკულ გადამზადებას უზრუნველყოფს კომპანია;
- შესაძლებლობა, თავად აირჩიო სასურველი სამუშაო ლოკაცია;
- დაგხვდება მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის რეალური შესაძლებლობა.
სამუშაო პირობები
- გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე (ჯამში 40 საათი მოქნილი გრაფიკით);
- ანაზღაურება: 900 ლარი;
- ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა და FitPass.
რა ევალება თანამშრომელს? პოზიციის ფუნქცია-მოვალეობა:
- მომხმარებლების დახვედრა და პირველადი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- მომხმარებლების რეგისტრაცია პროგრამაში;
- სერვისცენტრში რიგების ორგანიზება და მართვა;
- მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა სწრაფი გადახდის აპარატითა და უნაღდო ანგარიშსწორების პროცესთან დაკავშირებით;
- მომსახურების მაღალი სტანდარტისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
რას ველოდებით ახალი თანაგუნდელისაგან?
- საშუალო, პროფესიულ ან უმაღლეს განათლებას;
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნას;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების უნარს;
- ორგანიზებულობას, პუნქტუალურობასა და პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
- დეტალებზე ყურადღებასა და გუნდური მუშაობის უნარს.
„გრინვეი“ გაძლევს შანსს, განვითარდე პროფესიონალთა გუნდთან ერთად. თუ თვლი, რომ შენი უნარები თანხვედრაშია ჩვენს მოთხოვნებთან, გადადგი ახალი კარიერული ნაბიჯი.
დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ინფორმაცია აქ ,ჩვენ კი უმოკლეს დროში დაგიკავშირდებით.
გელოდებით გრინვეის გუნდში!