ბლოგი კარიერაზე
"გრინვეი აკადემია" - პროექტის წარმატებული დასასრული
სერვის პლუსის ტრენინგები მენეჯერებისა და ინსპექტორებისთვის
გრინვეი აკადემიაში საპილოტე ტრენინგები მიმდინარეობს
USAID-სა და „გრინვეი საქართველოს“ ურთიერთანამშრომლობით შეიქმნა „გრინვეი აკადემია“. ეს არის პლატფორმა, რომელიც არა მხოლოდ კომპანიის შიდა განვითარებას, არამედ მთელ ინდუსტრიას აძლევს შესაძლებლობას, ერთიანი სტანდარტებით მოამზადოს და გადაამზადოს ინსპექტორები.
საპილოტე ტრენინგების დაწყება და მასშტაბები
პროექტის ფარგლებში 2024 წელს აქტიურად მიმდინარეობს ტრენინგები. „გრინვეი საქართველოს“ თბილისისა და რეგიონების ინსპექტორები პირველები გადიან საპილოტე ტრენინგებს, რაც უზრუნველყოფს სამუშაო პროცესის სინქრონიზაციასა და ხარისხის კონტროლს ქვეყნის მასშტაბით. სასწავლო პროცესი პროექტის ოფიციალური წარდგენის შემდეგ დაიწყო, ვრცლად ღონისძიების შესახებ იხილეთ: გრინვეი აკადემია - პროექტის პრეზენტაცია.
ინოვაციური სასწავლო მოდულები და ციფრული პლატფორმა
გადამზადება ხორციელდება თანამედროვე ციფრული რესურსების გამოყენებით. სასწავლო პლატფორმა - academy.greenway.ge მონაწილეებს სთავაზობს სპეციალიზებულ ვიდეო გაკვეთილებსა და შემეცნებით მასალებს. აღსანიშნავია, რომ ტრენინგების ეფექტურად წარმართვისთვის პროექტის ფარგლებში წინასწარ გადამზადდნენ კვალიფიციური ტრენერებიც. გრინვეი აკადემიის ტრენინგების მიზანია პროფესიული განვითარება და მომსახურეობის ხარისხის ზრდა.
ინდუსტრიის გაძლიერება და სამომავლო პერსპექტივები
ამ მიმართულებით მუშაობა არ ჩერდება და კომპანიაში მომსახურების გაუმჯობესების ტრენინგები გრძელდება, რაც საბოლოო ჯამში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე აისახება. აღნიშნული საპილოტე ტრენინგები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ტექნიკური ინსპექტორის პროფესიის გაძლიერებისკენ. ერთიანი სასწავლო სტანდარტი ხელს შეუწყობს ტექინსპექტირების რეფორმის განმტკიცებასა და მომსახურების ხარისხის ახალ საფეხურზე აყვანას.
"გრინვეი აკადემია" - პროექტის პრეზენტაცია
“გრინვეი აკადემია” წარმოადგენს თანამედროვე სტანდარტების ტრენინგ ცენტრს, რომლის სამუშაო პროცესშიც შემუშავდა სასწავლო მოდულები, რომლებიც დაეხმარება ახალი პროფესიის, "ავტომობილების ტექნიკური ინსპექტორის", გაძლიერებას.
ასევე, პროექტი ხელს შეუწყობს ტექინსპექტირების რეფორმის განმტკიცებასა და ერთიანი სტანდარტების დანერგვას ყველა მომავალი თუ უკვე არსებული ინსპექტორისთვის. პროექტი USAID-სა და „გრინვეი საქართველოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შედგა.
გრინვეის თანამშრომელთათვის, ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის და ასევე უშუალოდ ტრენერთათვის ჩატარებული ტრენინგების შემდეგ, 2024 წლის 1 თებერვალს შედგა პროექტის პრეზენტაცია. ხოლო რაც შეეხება პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებს, შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ ბლოგში - "გრინვეი აკადემიაში" საპილოტე ტრენინგები მიმდინარეობს.
საერთაშორისო პარტნიორები და მოწვეული სტუმრები
პრეზენტაციას ესწრებოდნენ როგორც სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები და მხარდამჭერები:
დევიდ ბლოოდი - USAID-ის პროგრამის ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” ხელმძღვანელი;
ედუარდ ფერნანდესი - CITA-ს (სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტის) აღმასრულებელი დირექტორი;
ჰანს-იურგენ შიმპგენი - Applus-ის ვიცე პრეზიდენტი, საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი.
სასწავლო რესურსები და ციფრული პლატფორმა
ღონისძიების მსვლელობისას დეტალურად იქნა მიმოხილული სასწავლო მოდულები, ვიდეო გაკვეთილები, სასწავლო პლატფორმის academy.greenway.ge სამუშაო პრინციპები და შესაძლებლობები.