იმოგზაურე საქართველოში ჩვენთან ერთად!
დატვირთული სამუშაო წლის შემდეგ ცხელ ზაფხულში დასვენების დაგეგმვას ზოგჯერ ადრე, ზოგჯერ კი მოგვიანებით ვიწყებთ. ხშირად იჩენს ხოლმე თავს სხვადასხვა ხელისშემშლელი ფაქტორები, მაგალითად, შეიძლება ვერ დავუმთხვიოთ შვებულება ოჯახის წევრებს და მეგობრებს, ამინდმა ჩაგვიშალოს გეგმები, ან აღმოჩნდეს, რომ ავტომობილს ზუსტად ამ დროს უწევს ტექინსპექტირების გავლა…
თუ მოგზაურობას საქართველოში გეგმავ და ტექინსპექტირების დროც მოგიახლოვდა, შენთვის ძალიან კარგი ამბავი გვაქვს. გრინვეის მთელი საქართველოს მასშტაბით 32 ფილიალი აქვს, რომლებიც როგორც თბილისში, ასევე ყველა კუთხეშია გადანაწილებული! სანამ ინსპექტირებაზე მიხვალ, შეგიძლია წინასწარ გაეცნო, თუ რა და რატომ მოწმდება და ასევე გაიგო, თუ რომელ კუთხესა თუ ქალაქში შეგიძლია ეწვიო გრინვეის.
თუ აღმოსავლეთში მიდიხარ
მოგზაურობა კახეთში თუ გაქვს დაგეგმილი, აუცილებლად უნდა მოინახულო სიღნაღი, რომელსაც ხედებისა და რომანტიკული ატმოსფეროს გამო სიყვარულის ქალაქს უწოდებენ. გზად არ დაგავიწყდეს ბოდბისა და ნეკრესის ულამაზესი სამონასტრო კომპლექსის, ან ვაშლოვანის ეროვნული პარკის მონახულებაც. კახეთში ტექინსპექტირება შეგიძლია დედოფლისწყაროში ან ყვარელში გაიარო, დღის ბოლოს კი ყვარლის ტბის ბუნებითაც დატკბები.
მცხეთა-მთიანეთის მხარეში ინსპექტირებას დუშეთში გაივლი. დასვენებისას ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი, ანანურის ციხე შეგიძლია მოინახულო. ხოლო თუ სამცხე-ჯავახეთის მხარეში მიდიხარ, გრინვეი ბორჯომში, ახალციხეში და ახალქალაქში დაგხვდება.
შიდა ქართლში მოგზაურობისას ქარელში და კასპში შეძლებ ჩვენი სერვის ცენტრების პოვნას, ქვემო ქართლში კი - წალკაში, რომელიც ულამაზესი კანიონითაა ცნობილი.
თუ დასავლეთში მიდიხარ
საქართველოს დასავლეთისკენ თუ გაქვს გეზი, წინ არაერთი აღმაფრთოვანებელი ადგილი გელის. იმერეთისკენ მიმავალს, პრომეთეს მღვიმე და გელათი არ უნდა გამოგრჩეს, გზად კი საჩხერის ან სამტრედიის სერვის ცენტრები მოგემსახურება.
თუ რაჭის მონახულებას გეგმავ, გრინვეი ამბროლაურშიც დაგხვდება, სადაც XI საუკუნეში აგებული ნიკორწმინდის ტაძარი შეგიძლია მოინახულო.
სამეგრელოში ულამაზესი მარტვილის კანიონი შეგიძლია ნახო, ჩვენი სერვის ცენტრები კი მარტვილში, ხობში და ფოთში დაგხვდება.
თუ გომის მთიდან გადაშლილი შეუდარებელი ხედები ჯერ არ გინახავს, დროა ესტუმრო გურიას და ჩაიძირო ღრუბლებში. გზად კი ისარგებლებ ლანჩხუთის ან ოზურგეთის სერვის ცენტრებით.
საზღვაო კურორტებზე დასვენებისას ბათუმისა და ქობულეთის ფილიალებიც ნებისმიერ დროს მიგიღებს. ზღვა ხშირად ზაფხულის დასვენების განუყრელი ნაწილია. თუ გეზი აჭარისკენ გაქვს აღებული, ისტორიული ნაგებობების შერწყმა თანამედროვე არქიტექტურასთან, ულამაზესი სანაპიროები და ბოტანიკური ბაღი ნამდვილად დაუვიწყარს გახდის შენს დასვენებას.
ასე რომ, სადაც არ უნდა წაგიყვანოს გზამ, მთის მწვერვალებზე თუ ზღვის პირას, გახსოვდეს, რომ გრინვეი ყველგანაა.
ჩვენი სერვის ცენტრების მისამართები შეგიძლიათ აქ იხილოთ.
იმოგზაურე უსაფრთხოდ და ისიამოვნე გზით, ჩვენ კი შენს მშვიდ გადაადგილებაზე ნებისმიერ კუთხეში ვიზრუნებთ!