მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის ფორმა
გაცნობებთ, რომ სს „გრინვეი საქართველო" (ს/ნ:404867006; მის.: ვაკის რაიონი, უნივერსიტეტის ქუჩა №24. თბილისი, საქართველო; ტელ.: +995 322 997 777 ელ. ფოსტა: info@gwg.ge) კანდიდატის პერსონალური მონაცემებს (მათ შორის, სამუშაო გამოცდილების, განათლების, პროფესიული აქტივობების/მიღწევების, კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტაციას) ამუშავებს (შეგროვების, გადახედვის, გამოყენების, ანალიზის, გაიზარების, განხილვის, შენახვის და განადგურების ფორმით) შესაბამის ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
მონაცემები მუშავდება ვაკანტურ პოზიციაზე პირის დასაქმების (კონკურსის დასრულების) ვადით და შემდგომ ნადგურდება, გარდა კანონმდებლობით გათვალსიწინებული შემთხვევებისა. ინფორმაცია შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნითაც, მონაცემების მიღებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გარანტირებული თქვენი ყველა უფლება დაცულია. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ თქვენ მიერვე გაცემულ თანხმობაზე, რაც გულისხმობს თანხმობის უკან გამოხმობის შესაძლებლობას, ყოველგვარი უარყოფითი შედეგების გარეშე. ამავდროულად, თანხმობის გამოხმობისას, შეწყდება მონაცემების დამუშავება, თქვენი განცხადების განხილვა, შესაბამისად გამოეთიშებით (სხვა ვაკანსიაზე განხილვის მიზნით თქვენი მოანცემების შემდგომ დამუშავებაზე გაცემული თანხმობის გამოხმობის შემთხვევაში, ჩვეულებრივ გააგრძელებთ კონკურსში მონაწილეობას) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში შესარჩევ კონკურს. თანხმობის გამოხმობის მიზნით დაგვიკავშკრდით ზემოაღნიშნულ საკონტაქტო მონაცემებზე.
მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმცია იხილეთ აქ - (კონფიდენციალურობის პოლიტიკა).