მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის ფორმა
გრაფის - გავეცანი და ვეთანხმები, მონიშვნით ვადასტურებ, რომ გავეცანი სს „გრინვეი საქართველოს“ (შემდგომში - ცენტრი) კონფიდენციალურობის პოლიტიკას - (კონფიდენციალურობის პოლიტიკის ბმული) მივიღე ინფორმაცია საკუთარი უფლებების და დამუშავების ოპერაციების შესახებ და ვეთანხმები, რომ ცენტრმა ამავე პოლიტიკის შესაბამისად, დაამუშაოს წინამდებარე განაცხადში მითითებული, ამ განაცხადის განხლვასთან და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ჩემი პერსონალური მონაცემები. კერძოდ, შემდეგი მონაცემები: პირდაპირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, პირადობის მოწმობის ასლზე დატანილი სხვა ინფორმაცია), საკონტაქტო მონაცემები, ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების ტიპი, ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობის შესახებ ინფორმაცია და მომსახურების გასაწევად აუცილებელი სხვა ინფორმაცია. დამუშავება მოიცავს: მონაცემების შეგროვებას, მოპოვებას, აღრიცხვას, გადამოწმებას, შენახვას, გამჟღავნებას, გამოყენებას, წაშლა/განადგურებას და ყველა სხვა დამუშავების კანონიერი მიზნისთვის საჭირო, აუცილებელ ქმედებას. მონაცემების დამუშავების მიზნებია: თქვენი განცხადების (მომსახურების მისაღებად ჯავშნის განაცხადი, მომსახურების მიღების თაობაზე განაცხადი, ინფორმაციის გამოთხოვა და სხვა) განხილვა, თქვენთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა, ცენტრის ძირითადი საქმიანობის ეფექტიანი შესრულება და კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ თანხმობის უკან გამოხმობის უფლება, ყოველგვარი უარყოფითი შედეგების გარეშე. მხოლოდ, გაითვალისწინეთ, რომ შეწყდება მონაცემების დამუშავება, შესაბამისად თქვენთვის მომსახურების გაწევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს დამუშავების სხვა დამოუკიდებელი სამართლებრივი საფუძველი. თანხმობის გამოხმობის მიზნით დაგვიკავშკრდით: ტელ.: +995 322 997 777 ელ. ფოსტა: info@gwg.ge .