აპრ 22, 2026

აკრედიტაციის ცენტრის ყოველწლიური მონიტორინგი გრინვეიში 2026 წელსაც წარმატებით დასრულდა

რა არის აკრედიტაცია?
აკრედიტაცია არის ოფიციალური დასტური იმისა, რომ კონკრეტულ ორგანიზაციას აქვს ცოდნა,  გამოცდილება და პირობები, რომ საქმე ხარისხიანად და სტანდარტების დაცვით შეასრულოს. მას გასცემს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი.
აკრედიტაციის მიზანი და ვადები
აკრედიტაციის მოწმობა გაიცემა 4 წლის ვადით, თუმცა ამ 4 წლის განმავლობაშიც ტარდება ყოველწლიური მონიტორინგი, რომლის მიზანია შემოწმდეს ინსპექტირების ცენტრის საქმიანობის შესაბამისობა აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. ყოველწლიური შეფასების წარმატებით დასრულებისას, ინსპექტირების ცნეტრს უნარჩუნდება აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების ვადა.
აღსანიშნავია, რომ გრინვეი 2018 წლიდან წარმატებით ართმევს თავს აკრედიტაციის ცენტრის ყოველწლიურ მონიტორინგს.
რა შემოწმდა მონიტორინგზე?
ყოველწლიური მონიტორინგის ფარგლებში შემოწმდა ისეთი საკითხები, როგორიცაა:
1. პერსონალის კვალიფიკაცია
  • ინსპექტორების სერტიფიკატები და ტრენინგები
  • ცოდნის რეგულარული გადამოწმება
  • ინტერესთა კონფლიქტის არარსებობა
2. ტექნიკური აღჭურვილობა
  • აპარატურის გამართულობა (სამუხრუჭე სტენდები, გამონაბოლქვის ანალიზატორები და სხვ.)
  • კალიბრაციის სერტიფიკატები
  • პერიოდული ტექნიკური მომსახურება
3. ტესტირების პროცედურები
  • რამდენად ზუსტად მიჰყვება ცენტრი დადგენილ მეთოდოლოგიას
  • ტესტირების თანმიმდევრობა
  • შედეგების სწორად დაფიქსირება
4. დოკუმენტაცია და ჩანაწერები
  • ჩატარებული ინსპექტირების არქივი
  • მონაცემების სისწორე და დაცვა
  • ანგარიშგება შესაბამის უწყებებთან
5. ვიდეომონიტორინგი და გამჭვირვალობა
  • კამერების მუშაობა ინსპექტირების ხაზზე
  • პროცედურების ჩანაწერის შენახვა
  • შესაძლო დარღვევების კონტროლი
6. მიუკერძოებლობა
  • ხომ არ ხდება „ფორმალურად“ მანქანების გატარება
  • კორუფციის ან შეთანხმებების ნიშნები
  • ყველა ავტომობილის ერთნაირი სტანდარტით შემოწმება
7. ხარისხის მართვის სისტემა
  • შიდა კონტროლის მექანიზმები
  • საჩივრების განხილვის პროცედურები
  • უწყვეტი გაუმჯობესების პოლიტიკა
რა არის აკრედიტაციის შედეგი?
შედეგად, გრინვეის ყველა ცენტრმა და ყველა თანამშრომელმა მონიტორინგი წარმატებით გაიარა. აკრედიტაციის მოწმობა ტრადიციულად ძალაში დარჩა და გრინვეი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას. გრინვეიმ 2026 წელს აჩვენა უმაღლესი შედეგები და კიდევ ერთხელ დაადასტურა თანამშრომელთა კვალიფიკაცია.
სხვა მნიშვნელოვანი სიახლეებისთვის თვალი ადევნეთ გრინვეის ბლოგებსა და facebook გვერდს.სხვა მნიშვნელოვანი სიახლეებისთვის თვალი ადევნეთ გრინვეის ბლოგებსა და facebook გვერდს.

ასევე ნახე