გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი საიტი
აგვ 26, 2021

წარმატებული სტაჟიორები გრინვეიში განაგრძობენ მუშაობას

2021 წლის ივლისში კომპანია გრინვეიმ გამოაცხადა 2 კვირიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა.
გასაუბრების საფუძველზე შერჩეულმა კანდიდატებმა გაიარეს შესაბამისი ტრენინგი და გადანაწილდნენ თბილისისა და რეგიონების სერვის ცენტრებში. მათ შეასრულეს კონსულტანტ-ასისტენტის ფუნქცია, რაც გულისხმობდა მომხმარებელთა ნაკადების / რიგების მართვას, მომხმარებლებთან პირველად კომუნიკაციას და მათ ინფორმირებას სხვადასხვა საკითხებზე.
თუ თქვენც გსურთ გრინვეიში შერჩევის ეტაპი წარმატებით გაიაროთ, გაეცანით ჩვენს რეკომენდაციებს: როგორ მოვემზადოთ გრინვეიში გასაუბრებისთვის?
სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ავიყვანეთ 28 სტაჟიორი, აქედან 20 თბილისში, 8 კი - რეგიონებში.
ორ კვირიანი სტაჟირების განმავლობაში, სტაჟიორები, გრინვეის კვალიფიციურ თანამშრომლებთან ერთად, ჩართულები იყვნენ კომპანიის სამუშაო პროცესებში, გაეცნენ გრინვეის მუშაობის სპეციფიკას და მომხმარებლებთან ურთიერთობის მიმართულებით მიიღეს საინტერესო გამოცდილება.
სტაჟირების შედეგები და დასაქმება
სტაჟირების პერიოდის დასრულების შემდეგ თითოეული მათგანი შეფასდა, ყველაზე წარმატებული სტაჟიორები კი დასაქმდნენ გრინვეიში.
28 სტაჟიორიდან 4 ადამიანი დასაქმდა კომპანიის სხვადასხვა ვაკანტურ პოზიციაზე.
სამომავლო შესაძლებლობები
სტაჟირების პროგრამის გაგრძელებას სამომავლოდაც ვგეგმავთ. უახლოესი სტაჟირების პროგრამა გვექნება ზამთრის პერიოდში, დეკემბერ-იანვარში.
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ამაში სწორად შედგენილი აპლიკაციაც დაგეხმარებათ. წაიკითხეთ: რა გავითვალისწინოთ გრინვეიში CV-ის გამოგზავნისას?
სხვა საინტერესო სიახლეებისათვის თვალი ადევნეთ გრინვეის Facebook და ვებ-გვერდს.

ასევე ნახე