გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი საიტი
star icon

ბლოგი

არის თუ არა ეს საბუთი? - ანუ, როგორ შექმნა Greenway-მ ტექინსპექტირების სრულიად ახლებური გამოცდილება

სტუდენტობისას „Xerox“-ებში დაკონსპექტებული ლექციები იქნება, თუ უნივერსიტეტის დიპლომი, გამოკვლევის შედეგები, თუ ცნობა, რომელიც რაღაცას ადასტურებს, „ყოველი შემთხვევისთვის“ ამობეჭდილი კონცერტის ბილეთები, თუ ათასნაირი ხელშეკრულება, ფაქტია, რომ ადამიანების ცხოვრება სავსეა ბიუროკრატიით, შინაარსისგან დაცლილი რიტუალებითა და უსარგებლო ფურცლებითა თუ საბუთებით.

ეს რეალობა, ჩვენს დროში ახირებას უფრო ჰგავს, ეპოქაში, როცა უკვე მარტივად შეიძლება, რომ აბსოლუტურად ყველა ფიზიკურ საბუთს, საკუთარი ციფრული ტყუპისცალი ყავდეს.

ამ უფუნქციო დოკუმენტთა ვრცელ ჩამონათვალში, საკუთარი მოკრძალებული ადგილი გრინვეის ტექინსპექტირების საბუთსაც ეკავა, თუმცა ეს ამბავი უკვე წარსულს ჩაბარდა, რადგან კომპანია, 2023 წელს, სრულად გადავიდა ტექინსპექტირების გავლის დამადასტურებელი ციფრული საბუთის/ოქმის SMS-ით მიღებაზე.

სწორედ ამ ცვლილებას და უკეთესი ეკოლოგიური გარემოს შექმნის იდეას უკავშირდება Greenway-ის ახალი საკომუნიკაციო კამპანია ფურცელზე, რომელიც თითქმის აღარაფერში დაგჭირდებათ.

გვესაუბრება თეონა ჭკადუა, Greenway-ის კომერციული დირექტორი

- თეონა, მოგვიყევით საიდან და რატომ გაგიჩნდათ ტექინსპექტირების საბუთის გაციფრულების სურვილი და როგორ მიხვედით კამპანიის იდეამდე?

გამომდინარე იქიდან, რომ ტექინსპექტირების რეფორმა, საკუთარ თავში, გარემოსა და ეკოლოგიაზე ზრუნვას მოიაზრებს, ჩვენი ფიქრი, მუდმივად მიმართულია ამ ღირებულებების ტექნიკურ, პროცედურულ ნაწილში გამოტანაზე. სწორედ ამიტომ, გრინვეის ხუთწლიანი ისტორია სავსეა ახალი და ინოვაციური პროექტებისა თუ პროდუქტების მუდმივი ძიებისა და დანერგვის პროცესით.

რადგანაც მომხმარებელთა უმეტესობას ტექინსპექტირების გავლა წელიწადში ერთხელ უწევს, დღის წესრიგში ჯერ „სმს შემახსენებლის“ გააქტიურების საკითხი დადგა, ასევე მომხმარებელს ჩვენს ვებგვერდზე საკუთარი კაბინეტის შექმნის შესაძლებლობაც მივეცით, საიდანაც უმარტივესად აკონტროლებს საკუთარი თუ ოჯახის წევრების ავტომობილების ტექინსპექტირების პროცესს, ჯავშნის სერვისს და იხდის მომსახურების საფასურს.

როდესაც ვცდილობთ ეკომეგობრული იდეის განხორციელებას და ამის ფართო საზოგადოებისთვის მიწოდებას, პირველ ტესტს პროექტი ყოველთვის თანამშრომლებში და გუნდში გადის ხოლმე. მნიშვნელოვანია სწორედ განსაზღვრო რამდენად დროული, მისაღები და გასაგებია ქმედება თუ სათქმელი.

ტექინსპექტირების ფურცლის „გაქრობის“ და მისი sms საბუთით ჩანაცვლების იდეაც ჩვენი გუნდის ერთ-ერთ შეხვედრაზე, ნახევრად ხუმრობით გაჟღერდა და რადგანაც ის ყველამ დიდი ენთუზიაზმით აიტაცა, მალევე სერიოზულად მოვკიდეთ ხელი „უფურცლობის პროექტს“.

სხვა სიკეთეებთან ერთად, ამ პროექტის კიდევ ერთი უპირატესობა ის იყო, რომ საოპერაციო, ლოჯისტიკური და ეკოლოგიური თვალსაზრისით, ჩვენი სამუშაო პროცესი ბევრად ხარჯთეფექტური გახდა (გაუქმდა პრინტერის, ფურცლის და კარტრიჯის მთელი საქართველოს მასშტაბით მიწოდება/მომსახურების დანახარჯები, შესაბამისად - ქაღალდისა და ნავთობპროდუქტების მოხმარება).

სისტემის აწყობის შემდეგ, იწყება ტესტირება, რომელიც ყველაზე შრომატევადი და საყურადღებო ეტაპია. 1 sms-ის მოსვლა გარედან ძალიან მარტივი ამბავი ჩანს, მაგრამ ამის უკან, თვეების მანძილზე, უამრავი ადამიანის დაუღალავი შრომა და ძალისხმევა დგას.

მახსოვს, სატესტო launch-ის პერიოდში ჩემს მანქანას უწევდა ტექინსპექტორება და როგორც ბავშვის დაბადებას ელი, ისე ველოდი sms-ს. არ მომივიდა (იცინის).

- კამპანიის გზავნილიდან ჩანს, რომ ფიზიკური საბუთის გამოყენებაზე ბოლომდე უარს არ/ვერ ამბობთ, უფრო დეტალურად აგვიხსენით, რა დატვირთვა აქვს სიტყვას „თითქმის“ ?

როგორც greenway-ის ყველა სხვა ინიციატივა, ეს პროექტიც ორ მთავარ ღირებულებას ემსახურება: გარემოზე ზრუნვას და მომხმარებლის კომფორტს.

თუ ტექინსპექტირების ფურცლის მიღება კლიენტის დაჟინებული სურვილია, ან სპეციფიკურ სიტუაციაში ამ ფორმით სჭირდება საბუთი, მისი მოთხოვნა რა თქმა უნდა, კმაყოფილდება, თუმცა, გვინდა ყველამ გაიაზროს გაციფრულების უპირატესობა და გათავისუფლდეს უსარგებლო ფურცლების გაუცნობიერებელი სიყვარულისგან.

მხოლოდ ამ ცვლილებით, წელიწადში დაახლოებით ნახევარი მილიონი ფურცლის დაბეჭდვაზე ვთქვით უარი, რაც პირველ წელს 50%-ით, ხოლო მომდევნო წლებში 70-80% შეამცირებს Greenway-ის მხრიდან ქაღალდის მოხმარების მაჩვენებელს.

- გრინვეისგან უშუალო და პოზიტიური კამპანიები არც აქამდე გვაკლდა, თუმცა ეს კამპანია განსაკუთრებით მხიარული და იუმორისტული გამოვიდა. გაგვიმხილეთ, რისი თქმა გსურდათ ამ „სიმსუბუქით“ და ვინ იმუშავა კამპანიაზე?

გრინვეის მილიონი მომხმარებლისათვის ამ სიახლის თანაბარი წარმატებით მიწოდება და ამბის ყველასათვის გასაგებ ენაზე მოყოლა, მართლაც რთული გამოწვევა იყო. თავიდან, ყველაფერი უფრო აკადემიურად წარმოგვედგინა, მაგრამ მავერიკის გუნდთან შეხვედრის შემდეგ, კრეატიულმა გადაწყვეტილებამ ჯერ დაგვაფიქრა, მერე კი ეს ენთუზიაზმი ყველას ერთიანად გადმოგვედო.

სინამდვილეში ხომ ეს ცვლილება მომხმარებელს ყოველდღიური, წვრილმანი თავის ტკივილებისგან ათავისუფლებს, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ დიდაქტიკური TOV-ის ნაცვლად, კომუნიკაციას სიმსუბუქე უფრო მოუხდებოდა. კამპანიის მთავარ მესიჯსაც საზოგადოებისთვის ნაცნობი ჟღერადობა აქვს - არის თუ არა ეს საბუთი? კი, გრინვეის სმს ნამდვილად არის დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ ტექინსპექტირება გავლილი გაქვს.

- რამდენ ხანს გასტანს კამპანია და ხომ არ ველოდოთ მომავალში მსგავს ინიციატივებს ?

კამპანია დაახლოებით ორი თვე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება უამრავი საინტერესო ტიპის კონტენტი, მათ შორის, ბლოგები, ქვიზები, თუ სხვადასხვა ფორმატის მქონე სახალისო ვიდეო კონტენტი.

იმედი მაქვს, ჩვენი მომხმარებელი ამ სიახლესაც ისევე პოზიტიურად შეხვდება, როგორი ურთიერთობაც უკვე წლების მანძილზე ჩამოგვიყალიბდა.

სამომავლოდ, გრინვეის გუნდი კიდევ გეგმავს საინტერესო პროექტებს, მათ შორის, ლოიალური მომხმარებლისთვის პროცედურების კიდევ უფრო გამარტივებას.

აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი პროექტში ჩართულ თითოეულ ადამიანს, ასეთი საინტერესო პროექტის განხორციელებისთვის და მხარდაჭერისთვის.

საბოლოოდ: არის თუ არა ეს საბუთი?

„გრინვეის“ ეს ნაბიჯი იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ქაღალდის დაზოგვა - ეს არის უარის თქმა იმ მოძველებული ბიუროკრატიისთვის, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას ტვირთავს. როცა წელიწადში ნახევარ მილიონ ფურცელზე ამბობ უარს, შენ არა მხოლოდ გარემოს უფრთხილდები, არამედ მძღოლებსაც ათავისუფლებ დაკარგული საბუთების ძებნის სტრესისგან.
არ გამოგრჩეს სხვა საინტერესო სიახლეები. თვალი ადევნე გრინვეის ფეისბუქ და ვებ-გვერდს.

გაიგე მეტი arrow-right icon

გრინვეი - მწვანე გზა თქვენთვის, თქვენი ავტომობილებისა და ქვეყნისთვის

2023 წელს "გრინვეი საქართველოს" 5 წელი შეუსრულდა.

ყველაფერი ხუთი წლის წინ, 2018 წლის 15 აგვისტოს დაიწყო. უფრო ზუსტად, ამ თარიღამდე ცოტა ხნით ადრე. თუმცა კომპანია, რომელიც დღეს ავტომობილების ტექინსპექტირების ბაზარზე ლიდერი კომპანიის პოზიციას იკავებს, ოფიციალურად სწორედ ხუთი წლის წინ, 15 აგვისტოს დარეგისტრირდა და გრინვეი, ანუ, მწვანე გზა, ამ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან საქმეში, თავის გზას შეუდგა.

რეფორმის შესახებ

2019 წლიდან სავალდებულო ტექინსპექტირებას ყველა სატრანსპორტო საშუალება უნდა დაქვემდებარებოდა. იმ პერიოდისთვის, ქვეყნის მთელი ავტოპარკი თითქმის 1 200 000 ავტომობილს ითვლიდა.

საქართველოში სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა დაიწყო. ეს იყო ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულება, რომელიც ქვეყანას უნდა შეესრულებინა, რადგან ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში ავტომობილების ტექინსპექტირების არასახარბიელო გამოცდილება დაგროვდა და თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლა, უკიდურეს აუცილებლობას წარმოადგენდა.

ვახტანგ ებიტაშვილი, კომპანია გრინვეის დირექტორი ამბობს, რომ ამ კომპანიის შექმნას რამდენიმე კონკრეტული მიზანი ჰქონდა: "გავაცნობიერეთ, რომ ტექინსპექტირების რეფორმის საჭიროება ქვეყანაში რეალურად იდგა და ეს რეფორმა დროულად უნდა განხორციელებულიყო. რეფორმის წარმატებით განხორციელება კი ასევე წარმატებული კომპანიის მეშვეობით იქნებოდა შესაძლებელი, რომელიც ერთი მხრივ, ორიენტირებული იქნებოდა ზრდასა და განვითარებაზე, თუმცა, მისი მთავარი მისია და სტრატეგიული მიზანი საგზაო და ეკოლოგიური უსაფრთხოების კუთხით კონკრეტული და ხელშესახები შედეგების მიღწევა უნდა ყოფილიყო. ხუთი წლის წინ, ჩვენ ამ სფეროში ყველაზე დიდი ინვესტიცია - 54 მილიონი ლარი ჩავდეთ და დავიწყეთ საქმე".

გრინვეი საქართველოს ტექდათვალიერების 51 ხაზით ოპერირებისა და 10-წლიანი საქმიანობის უფლება მიეცა. კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ ინსპექტირების ცენტრები მოეწყო მსოფლიოში აღიარებული ესპანური კომპანიის - Applus Iteuve Technology, S.L.U ტექნიკური მომსახურების დახმარებით.

როგორ შენდებოდა გრინვეი

კომპანიის მენეჯმენტმა იცოდა, რომ მათ ტექინსპექტირების სფეროში აქამდე არსებული არასახარბიელო პრაქტიკა უნდა შეეცვალათ, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე უნდა გადაეყვანათ ეს ბიზნესი. კარგად იცოდნენ, რა იყო ტექინსპექტირების სიკეთეები, მაგრამ როგორ უნდა წარემართათ საქმე, ამის საკმარისი ცოდნა არ ჰქონდათ, რადგან ზოგადად ქვეყანას არ ჰქონდა ამ სფეროში თანამედროვე, დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებული გამოცდილება. და რაც მთავარია, ბიზნესის ასაწყობად და საკმარისი ცოდნის მისაღებად კომპანიას მხოლოდ ექვსი თვე ჰქონდა:

"იმისათვის, რომ სტანდარტი ყოფილიყო მაღალი, ამ სტანდარტების დასანერგად საჭირო იყო საერთაშორისო პარტნიორის მოძიება. ძალიან მოკლე პერიოდში მოვიძიეთ ესპანური კომპანია Applus Iteuve Technology, S.L.U, ვესაუბრეთ კომპანიის ხელმძღვანელებს და როდესაც შეიტყვეს, რომ ექვს თვეში უნდა დაგვესრულებინა პროექტი, მათ, ფაქტობრივად, ბევრი იცინეს. ამ ექვს თვეში უნდა მიგვეღო ინვესტიცია, მოგვეძიებინა მიწები, მიგვეღო მშენებლობის ნებართვები და 26 ლოკაციზე, საქართველოს მასშტაბით, უნდა დაგვეწყო მშენებლობა. ექვსი თვის თავზე კი ცენტრები არა მხოლოდ აშენებული და დასრულებული უნდა ყოფილიყო, არამედ ერთიანი აკრედიტაციის ეროვნული ცენტრისგან უნდა მიგვეღო აკრედიტაცია. ცოტა ხნის წინ ახალქალქში ვიყავი. ჩვენს ერთ-ერთ ცენტრში. ახლაც მიკვირს, თბილისიდან ასე მოშორებით, როგორ ავაშენეთ ამხელა ცენტრი, თან იმის გათვალისწინებით, რომ მშენებლობის პროცესი ზამთრის პერიოდსა და იქაურ მკაცრ კლიმატს დაემთხვა. მაგრამ ერთმანეთის იმედი გვქონდა და ვიცოდით, რომ სხვების თვალში ერთი შეხედვით შეუსრულებელი მისია, ჩვენ უნდა შეგვესრულებინა", - ამბობს ვახტანგ ებიტაშვილი.

პირველ ეტაპზე, გარდა მიწების მოძიებისა და ცენტრების მშენებლობისთვის ნებართვების მოპოვებისა, აუცილებელი იყო, რომ კომპანიის წარმომადგენლებს მიეღოთ კონკრეტული ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარმართულიყო ტექინსპექტირების პროცესი. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ჯერ თავად მათ უნდა შეესწავლათ ავტომობილების ტექისნპექტირება და შემდეგ ეს ცოდნა სხვებისთვის გადაეცათ. ამ მისიით, კომპანიის 10 თანამშრომელი ორი თვით, ესპანეთში გაემგზავრა:

"ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება. მათ მიიღეს საუკეთესო ცოდნა და გამოცდილება. შეისწავლეს ტექინსპექტირების თეორიული და პრაქტიკული ნაწილი. პარალელურად, კომპანიამ დაიწყო მიწების მოძიებისა და მშენებლობის ნებართვების აღების პროცესი, რაც სერიოზულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და პრაქტიკულად, პირველი ექვსი თვე, ვმუშაობდით ყოველ დღე, არ არსებობდა ჩვენთვის შაბათ-კვირა", - გვიყვება ვახტანგ ებიტაშვილი.
მშენებლობის პარალელურად, ცენტრები აღიჭურვა სფეროში ერთ-ერთი ლიდერი ფრანგული კომპანიის, ACTIA AUTOMOTIVE (ახლანდელი Muller Automotive)-ის ტექნიკით:

"როდესაც ფრანგული კომპანიის წარმომადგენლები აღჭურვილობის დასამონტაჟებლად ჩამოვიდნენ, ზოგიერთი ცენტრი გადახურულიც კი არ იყო და ჩვენ მათ ფეხდაფეხ ვასრულებდით მშენებლობებს. საშობაო პერიოდი მოდიოდა, ხალხს სახლებში უნდოდა დაბრუნება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვქონდა, ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა საშობაო არდადეგებიც ჩვენთან ერთად, საქმეში ჩართულებმა გაატარეს. ახლა, ამ ხუთი წლის თავზე, ამ ყველაფერს შესაძლოა ღიმილით ვიხსენებდეთ, მაგრამ მაშინ ნამდვილად არ გვქონდა სასაცილოდ საქმე".

და რა თქმა უნდა, მთავარი - თანამშრომლები, ინსპექტორები, რომლებიც გრინვეის თავად უნდა მოეძიებინა და გადაემზადებინა:

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ, ამჯერად საჭირო იყო მათი თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სამუშაო პროცესისთვის გადამზადება. კომპანიის თანამშრომლები, რომლებმაც ესპანეთში გაიარეს ტრენინგები, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ინსპექტორების სწავლების პროცესში ჩავრთეთ. სწორედ მათ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნდა სხვა თანამშრომლების ცოდნაც".

ვახტანგ ებიტაშვილს კარგად ახსოვს ის დღე, როცა გრინვეის ერთ-ერთ ცენტრში პირველი მომხმარებელი და ავტომობილი მიიღეს:

"ეს იყო სრულიად სხვა ემოცია - თითქოს გაიმარჯვე, მაგრამ თან საშინელ დაღლილობას გრძნობ. დღეს, თითო მანქანის შემოწმებაზე ორი ადამიანი რომ მუშაობს, მაშინ, ლამის 50 ადამიანი ეხვეოდა იმ ერთ მანქანას, ყველა რაღაცას ამოწმებდა. პირველ დღეს, მთელი დღე ვიმუშავეთ და მხოლოდ 3 მანქანა გავატარეთ. ახლა, დღის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, 1500 ავტომობილს უტარდება ჩვენთან ინსპექტირება. ამ მონაცემებითაც ძალიან მარტივია შედარება, საიდან დავიწყეთ და სად მოვედით".

პანდემია, როგორც გამოწვევა ახლად აწყობილი საქმისთვის

ის იყო, 2020 წლის დასაწყისისთვის კომპანია სრული დატვირთვით ამუშავდა, რომ მსოფლიოში კოვიდ-პანდემია დაიწყო. როგორც ყველა და ყველაფერი, გრინვეიც მათთვის უცნობი გამოწვევის წინაშე დადგა.

ვახტანგ ებიტაშვილი იხსენებს, რომ ერთი წლით ადრე, როცა კომპანია ბიზნესუწყვეტობის პროცედურაზე გუნდთან ერთად მუშაობდა, გრაფაში, სადაც ამ უწყვეტობის საფრთხეები უნდა ჩამოეთვალათ, ერთ-ერთ ასეთ საფრთხედ სწორედ პანდემია ჩაიწერა, თუმცა, მაშინ არავის უფიქრია, რომ ერთი წლის შემდეგ, ეს საფრთხე კომპანიისთვის რეალობად იქცეოდა:

"მაშინ იმ გრაფაში ჩავწერეთ, რომ ჩვენი ბიზნესუწყვეტობა შესაძლოა შეაფერხოს ხანძარმა, აფეთქებამ, სტიქიურმა უბედურებამ და მათ შორის, პანდემიამ. ყველა შემთხვევაზე გათვალისწინებული იყო, როგორ უნდა მოვქცეულიყავით. პანდემიის გრაფაში ჩავწერთ, რომ თუკი ასეთი რამ მოხდებოდა, ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უნდა შეეძინა ვაქცინა და თანამშრომლების აცრა უზრუნველყო. ამას რომ ვწერდით, პანდემიას არავინ ელოდა, აზრადაც კი არ მოგვივიდოდა მსგავსი რამ. მხოლოდ მაშინღა გავიცინეთ მწარედ, როცა ამ რეალობის წინაშე დავდექით და გაგვახსენდა ჩვენი გეგმა".

გრინვეის დირექტორი ამბობს, რომ კოვიდ-პანდემიამ კომპანია ფინანსური კრიზისის წინაშე დააყენა:

"აღმოვჩნდით ძალიან რთულ მდგომარეობაში. როცა ორთვიანი ლოკდაუნი გამოცხადდა, მაშინ მართლა სასწაულების გაკეთება დაგვჭირდა, რომ გადავრჩენილიყავით. თითოეულმა თანამშრომელმა გმირობა ჩაიდინა. პრაქტიკულად არ გავჩერებულვართ რეგიონების გარდა. რაც ყველაზე მთავარია, შევინარჩუნეთ თანამშრომლების ძირითადი ბირთვი. ეს პროფესია, ფაქტობრივად, არ არსებობდა, ეს კადრები არ არსებობდა, ჩვენ შევკარით გუნდი, ვასწავლეთ, ბევრი ვიმუშავეთ მათთან ერთად და ერთი ხელის მოსმით უნდა განადგურებულიყო ყველაფერი".

ვახტანგ ებიტაშვილი ყვება, რომ იმ პერიოდში, ბევრმა მომხმარებელმა მაღალი მოქალაქეობრივი პოზიცია გამოიჩინა და მიუხედავად იმისა, რომ მათ ამას არავინ ავალდებულებდა, ისინი მაინც მიდიოდნენ ტექინსპექტირების ცენტრებში მანქანების შესამოწმებლად.

თუ გაინტერესებთ, რეალურად რა სარგებელი მოაქვს თქვენი ავტომობილის გამართულობას, გადადით ბმულზე: ათი სარგებელი, რაც მოაქვს ტექინსპექტირებას.

"მომხმარებელი რომ მოდიოდა, გვიხაროდა. ერთი, რომ ბიზნესი ფუნქციონირებდა და მეორე, ვხედავდით, როგორი პასუხისმგებლობით უდგებოდა ძალიან ბევრი ადამიანი ამ საქმეს. თანამშრომლები მუშაობდნენ მორიგეობით, ვირუსის შიდა გავრცელების არცერთი შემთხვევა არ გვქონია და ამიტომ, მუშაობა არ შეგვწყვეტია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ამ გამოწვევას გავუძელით და კიდევ უფრო დიდი გამოცდილებით დავუბრუნდით საქმეს".

დღეს გრინვეიში 300-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. მათი უმრავლესობა ინსპექტორია. გრინვეიში ინსპექტორებად მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც:

"ჩვენი ყველა შენობა მორგებულია შშმ პირებზე. გარდა ამისა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენს კომპანიაში დაგვესაქმებინა ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა სახის შეზღუდული შესაძლებლობა აქვთ. ჩვენი კომპანია არის ის ადგილი, სადაც დასაქმების საშუალება ეძლევა ყველას, ვისაც ამის სურვილი აქვს".

გრინვეის ჰყავს ქალი ინსპექტორებიც: "ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ისიცაა, რომ გრინვეიში თანაბარი შესაძლებლობებია ყველასთვის, კაცის და ქალის საქმე არ არსებობს. არც მენეჯმენტში და არც ცენტრებში", - ამბობს ვახტანგ ებიტაშვილი.

გრინვეი - როგორც ინიციატორი და ინოვატორი

კომპანია გრინვეი უკვე ოთხი წელია ტექისნპექტირების ცენტრების საერთაშორისო ასოციაციის (CITA) წევრია. ვახტანგ ებიტაშვილის თქმით, ასოციაციამ გრინვეის მაგალითი შეიტანა სახელმძღვანელოში, როგორც კომპანია, რომელმაც ექვს თვეში, ნულიდან გამართა ტექინსპექტირების პროცესი და დაიწყო ბაზარზე წარმატებული ოპერირება. ხუთი წლის განმავლობაში კომპანია უკვე მოემსახურა 1 500 000 მომხმარებელს.

ამ ხუთი წლის განმავლობაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც „გრინვეიმ“ მხარი დაუჭირა, შეეხება ახალი კანონის ამოქმედებას, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის სექტემბრიდან, საქართველოში ტრანსპორტის ხილული გამონაბოლქვის კონტროლი დაიწყება და მავნე ნივთიერებების გადაჭარბებაზე შესაბამისი სანქციები დაწესდება:

"გამონაბოლქვის შესახებ ახალი კანონპროექტის ინიციატივის პარლამენტში წარსადგენად ხელმოწერების დაახლოებით 20% გრინვეის ცენტრებში შეგროვდა. ორგანიზაციას - “ჩემი ქალაქი მკლავს” დავეხმარეთ, რომ ხელმოწერები სწორედ ჩვენს ცენტრებში შეეგროვებინა. თავდაპირველად ველოდით, რომ მომხმარებელს ამ კანონპროექტის მიმართ შესაძლოა ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონოდა და ხელმოწერები ვერ შეგროვებულიყო, მაგრამ პირიქით აღმოჩნდა", - ამბობს ვახტანგ ებიტაშვილი.

ციფრული განვითარების ეპოქის მიღწევები კომპანია გრინვეისთვისაც ერთ-ერთი პრიორიტეტი აღმოჩნდა. 2023 წლიდან კომპანია მომხმარებლებისთვის ტექინსპექტირების ციფრული ანგარიშების გაცემაზე გადავიდა. ამას ორი მიზეზი აქვს:

"ერთი ის, რომ ქაღალდზე ამობეჭდილ ანგარიშს ბევრი მომხმარებელი კარგავდა, ვერ იმახსოვრებდნენ, რა პრობლემა ჰქონდა მანქანას. ახლა კი მათ სმს-ს სახით მისდით შეტყობინება/ელექტრონული ოქმი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია ინსპექტირების შედეგის ანგარიში ჩამოტვირთოს და ელექტრონულად შეინახოს. და მეორე მიზანი, ეს იყო ეკოლოგიური მიმართულება, ამით ვამცირებთ ქაღალდის მოხმარებას".

გრინვეი, რომელსაც დღეს ბაზრის 40%-მდე უჭირავს, ტექინსპექტირების ავანგარდში დგას და კომპანიის დირექტორი სიამაყით აღნიშნავს, რომ ამ დარგისთვის ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა და პოზიტიური ცვლილება სწორედ გრინვეის აქტიური ჩართულობით განხორციელდა:

"შეიძლება ითქვას, რომ გრინვეი ყველა მიმართულებით, სატვირთო ავტომობილები, მსუბუქი ავტომობილები, ტაქსები და ა.შ. არის ნომერ პირველი კომპანია. ორი წელია, რაც შეიქმნა ტექინსპექტირების ცენტრების გაერთიანება, რომელიც დაფუძნდა გრინვეის ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით. გაერთიანების ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის მიზანია ამ სფეროში მაღალი სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა სახელმწიფოსთან კოორდინაციით".

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ამ წლების განმავლობაში გრინვეის აქტიური ჩართულობით განხორციელდა, ქვეყანაში მოტო-ტრანსპორტის აღრიცხვისა და რეგისტრაციის პროექტი იყო. პროექტი კომპანიამ შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან ერთად განახორციელა და მოახერხა ქვეყანაში შემოსული დაურეგისტრირებელი მოტო-ტრანსპორტის აღრიცხვა და რეგისტრაცია.

დღეს კომპანია უკვე ძირითადად ისეთ პროექტებზე მუშაობს, რომელიც მეტ კომფორტს შეუქმნის მათ მომხმარებელს:

"მაგალითად, გვინდა, რომ შევამციროთ რეგისტრაციის დრო, კიდევ უფრო მოქნილი გავხადოთ დაჯავშნა. ძირითადად ამ მიმართულებით ვართ ორიენტირებულნი, რადგან ტექინსპექტირების კუთხით ჩვენს ცენტრებში, დღეის მდგომარეობით პროცესი სრულად არის გამართული".

ვახტანგ ებიტაშვილი ამბობს, რომ სხვა არაერთ მიზანს შორის, კომპანიას კიდევ ერთი მიზანი აქვს შესასრულებელი - სამომავლოდ, ტექინსპექტირება გახადოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და გაზარდოს გეოგრაფიული დაფარვა:

"საქართველოს მასშტაბით, დღეს გრინვეის 31 ცენტრი ფუნქციონირებს. თუმცა, რუკას თუ დავხედავთ, ვნახავთ, რომ თბილისში გვაქვს ბუფერული ზონები, სადაც ტექისნპექტირება არ არის და მომხმარებელს, მაგალითად, შესაძლოა თბილისის ზღვიდან ელიავაზე მოუწიოს მისვლა, რომ მიიღოს სერვისი. ჩვენი კომპანიისა და ზოგადად, ტექინსპექტირების რეფორმის ერთ-ერთი ამოცანაც ეს უნდა იყოს, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს ეს სერვისი. ცოტა ხნის წინ ახალი ცენტრი გავხსენით რუსთავის გზატკეცილზე. სამომავლოდ კიდევ ვფიქრობთ გაფართოვებას თბილისში".

ცნობიერების ამაღლება - რატომ არის მნიშვნელოვანი ტექინსპექტირება

კომპანია გრინვეის დირექტორი თვლის, რომ დღეს, ტექინსპექტირების რეფორმის დაწყებიდან ხუთი წლის თავზე, კვლავ გამოწვევად რჩება საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ეს რეფორმა და უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რატომ უნდა ჰყავდეს ადამიანს გამართული მანქანა.

ვახტანგ ებიტაშვილი ამბობს, რომ ინფორმაციის გაზიარებას კომპანია თავადაც ცდილობს, თუმცა, მისივე თქმით, მთავარი ტვირთი ამ მიმართულებით სწორედ სახელმწიფომ უნდა აიღოს:

"საზოგადოებამ ჯერ კიდევ არ იცის, მაგალითად, რა კავშირშია ტექინსპექტირებასთან საგზაო შემთხვევების რაოდენობა. ესპანეთში გაკეთდა შედარება ტექინსპექტირების რეფორმის ამოქმედებამდე და ამოქმედების შემდეგ მონაცემებს შორის, რომელმაც აჩვენა, რომ გაუმართავი ავტოტრანსპორტის გამო მომხდარი ავარიებისას გარდაცვლილთა რაოდენობა, ტექინსპექტირების რეფორმის ამოქმედების შემდეგ 80%-მდე შემცირდა. ასე, კონკრეტული ქვეყნების მაგალითებით უნდა ავუხსნათ საზოგადოებას, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს რეფორმა. არა ჯარიმის შიშით, არამედ შეგნების დონეზე უნდა დავიდეს ეს პროცესი".

აქედან გამომდინარე, ტექინსპექტირების შესახებ არა ერთი მცდარი აზრი არსებობს, რაც ხშირად მითია და რეალობას არ შეესაბამება.

კომპანია გრინვეი ინფორმაციის გაზიარების მიმართულებით, პერიოდულად თავად აწარმოებს კამპანიებს და გასვლით შეხვედრებს მართავს მოსახლეობასთან.

მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგ ებიტაშვილის თქმით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ტექინსპექტირების რეფორმის პროცესში, შესაძლოა, ინფორმაციის ნაკლებობა მივიჩნიოთ, ხუთი წლის თავზე, ამ მხრივ, სრულიად საპირისპირო სურათს აჩვენებს ახალბედა მძღოლების დამოკიდებულება რეფორმის მიმართ:

"სწორედ ახალბედა მძღოლები არიან ის ადამიანები, რომლებიც სულ სხვა პასუსიხმგებლობით უდგებიან ამ საკითხს და უყურებენ როგორც აუცილებელ რეფორმას. ხუთი წელი არ არის დროის დიდი მონაკვეთი, მაგრამ თვალსაჩინო შედეგებიც გვაქვს კიდევ ერთი მიმართულებით - მანქანის ყიდვა-გაყიდვის დროს, ადამიანები უკვე დიდ ყურადღებას აქცევენ, აქვს თუ არა ავტომობილს გავლილი ტექინსპექტირება".

რა უნდა იყოს საქართველოს სამომავლო მიზანი ტექინსპექტირების რეფორმის პროცესში? ამ კითხვაზე პასუხად კომპანია გრინვეის დირექტორს ერთი მაგალითი მოჰყავს:

"ევროპის ქვეყნები ნელ-ნელა მიდიან იქითკენ, რომ ნულამდე დაიყვანონ გარდაცვალების რიცხვი, რომელიც გამოწვეული იქნება ავტომობილების გაუმართაობით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების გამო. დიახ, ეს ძალიან ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამას შეძლებენ და ჩვენც, ნელ-ნელა უნდა დავდგეთ ამ გზაზე".

,,გრინვეის“ 5-წლიანი ისტორია მხოლოდ დასაწყისია. კომპანია აგრძელებს განვითარებას, ინოვაციების დანერგვასა და რაც მთავარია, მომხმარებელზე ზრუნვას.

გისურვებთ ტექინსპექტირების წარმატებით გავლას !

გაიგე მეტი arrow-right icon

იმოგზაურე საქართველოში ჩვენთან ერთად!

დატვირთული სამუშაო წლის შემდეგ ცხელ ზაფხულში დასვენების დაგეგმვას ზოგჯერ ადრე, ზოგჯერ კი მოგვიანებით ვიწყებთ. ხშირად იჩენს ხოლმე თავს სხვადასხვა ხელისშემშლელი ფაქტორები, მაგალითად, შეიძლება ვერ დავუმთხვიოთ შვებულება ოჯახის წევრებს და მეგობრებს, ამინდმა ჩაგვიშალოს გეგმები, ან აღმოჩნდეს, რომ ავტომობილს ზუსტად ამ დროს უწევს ტექინსპექტირების გავლა…

თუ მოგზაურობას საქართველოში გეგმავ და ტექინსპექტირების დროც მოგიახლოვდა, შენთვის ძალიან კარგი ამბავი გვაქვს. გრინვეის მთელი საქართველოს მასშტაბით 32 ფილიალი აქვს, რომლებიც როგორც თბილისში, ასევე ყველა კუთხეშია გადანაწილებული! სანამ ინსპექტირებაზე მიხვალ, შეგიძლია წინასწარ გაეცნო, თუ რა და რატომ მოწმდება და ასევე გაიგო, თუ რომელ კუთხესა თუ ქალაქში შეგიძლია ეწვიო გრინვეის. 

თუ აღმოსავლეთში მიდიხარ 

მოგზაურობა კახეთში თუ გაქვს დაგეგმილი, აუცილებლად უნდა მოინახულო სიღნაღი, რომელსაც ხედებისა და რომანტიკული ატმოსფეროს გამო სიყვარულის ქალაქს უწოდებენ. გზად არ დაგავიწყდეს ბოდბისა და ნეკრესის ულამაზესი სამონასტრო კომპლექსის, ან ვაშლოვანის ეროვნული პარკის მონახულებაც. კახეთში ტექინსპექტირება შეგიძლია დედოფლისწყაროში ან ყვარელში გაიარო, დღის ბოლოს კი ყვარლის ტბის ბუნებითაც დატკბები.

მცხეთა-მთიანეთის მხარეში ინსპექტირებას დუშეთში გაივლი. დასვენებისას ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი, ანანურის ციხე შეგიძლია მოინახულო. ხოლო თუ სამცხე-ჯავახეთის მხარეში მიდიხარ, გრინვეი ბორჯომში, ახალციხეში და ახალქალაქში დაგხვდება.

შიდა ქართლში მოგზაურობისას ქარელში და კასპში შეძლებ ჩვენი სერვის ცენტრების პოვნას, ქვემო ქართლში კი - წალკაში, რომელიც ულამაზესი კანიონითაა ცნობილი.

თუ დასავლეთში მიდიხარ 

საქართველოს დასავლეთისკენ თუ გაქვს გეზი, წინ არაერთი აღმაფრთოვანებელი ადგილი გელის. იმერეთისკენ მიმავალს, პრომეთეს მღვიმე და გელათი არ უნდა გამოგრჩეს, გზად კი საჩხერის ან სამტრედიის სერვის ცენტრები მოგემსახურება. 

თუ რაჭის მონახულებას გეგმავ, გრინვეი ამბროლაურშიც დაგხვდება, სადაც XI საუკუნეში აგებული ნიკორწმინდის ტაძარი შეგიძლია მოინახულო. 

სამეგრელოში ულამაზესი მარტვილის კანიონი შეგიძლია ნახო, ჩვენი სერვის ცენტრები კი მარტვილში, ხობში და ფოთში დაგხვდება.

თუ გომის მთიდან გადაშლილი შეუდარებელი ხედები ჯერ არ გინახავს, დროა ესტუმრო გურიას და ჩაიძირო ღრუბლებში. გზად კი ისარგებლებ ლანჩხუთის ან ოზურგეთის სერვის ცენტრებით.

საზღვაო კურორტებზე დასვენებისას ბათუმისა და ქობულეთის ფილიალებიც ნებისმიერ დროს მიგიღებს. ზღვა ხშირად ზაფხულის დასვენების განუყრელი ნაწილია. თუ გეზი აჭარისკენ გაქვს აღებული, ისტორიული ნაგებობების შერწყმა თანამედროვე არქიტექტურასთან, ულამაზესი სანაპიროები და ბოტანიკური ბაღი ნამდვილად დაუვიწყარს გახდის შენს დასვენებას. 

ასე რომ, სადაც არ უნდა წაგიყვანოს გზამ, მთის მწვერვალებზე თუ ზღვის პირას, გახსოვდეს, რომ გრინვეი ყველგანაა.

ჩვენი სერვის ცენტრების მისამართები შეგიძლიათ აქ იხილოთ.

იმოგზაურე უსაფრთხოდ და ისიამოვნე გზით, ჩვენ კი შენს მშვიდ გადაადგილებაზე ნებისმიერ კუთხეში ვიზრუნებთ!

გაიგე მეტი arrow-right icon

საერთაშორისო საავტომობილო და სახიფათო ტვირთების გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებების ტექინსპექტირება

2023 წელს გრინვეის სასიამოვნო სიახლე აქვს მომხმარებლებისთვის - ზაჰესის გარდა, ADR და ECMT-ს შესაბამისობის ოქმის მიღება უკვე დამატებით ორ მისამართზეა შესაძლებელი: თბილისსა და ფოთში. აღნიშნული სერვისი განკუთვნილია იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებსაც საერთაშორისო ან სახიფათო ტვირთები გადააქვთ.
ADR-სახიფათო ტვირთების გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებების ტექინსპექტირება
ADR (European Agreement on the Transport of Dangerous Goods by Road) – „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ “ ევროპული შეთანხმებაა, რომელიც დაიდო 1957 წლის 30 სექტემბერს ქ. ჟენევაში. საქართველოს მთავრობის დადგენილება N89 ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს:
  • სახიფათო ტვირთების გადაზიდვის პირობებს;
  • სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციასა და აღჭურვილობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს;
  • მძღოლების მომზადებისა და დაშვების წესებს;
  • სატრანსპორტო საშუალებების შემოწმების, დაშვების და შესაბამისობის ოქმის გაცემის პირობებს;
  • გადაზიდვაში მონაწილე მხარეთა უფლებებსა და პასუხისმგებლობებს.
რეგლამენტის მთავარი მიზანი
  • მძღოლების, მგზავრებისა და ქვეითების უსაფრთხოების დაცვა;
  • საგზაო შემთხვევებისა და საგანგებო სიტუაციების პრევენცია;
  • ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირება.
ADR-ის შესაბამისობის ოქმის მისაღებად სატრანსპორტო საშუალება ტექდათვალიერებას გადის წელიწადში ერთხელ.
ADR ტექინსპექტირების ცენტრები:
ECMT - საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდი სატვირთო ავტომობილების ტექინსპექტირება
ECMT (ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენცია) არის სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია, რომელიც 1953 წელს დაარსდა. საქართველო 2000 წლიდან არის ECMT-ის წევრი.
ECMT სერტიფიკატი ადასტურებს, რომ სატვირთო ავტომობილი ან მისაბმელი აკმაყოფილებს საერთაშორისო ტექნიკურ და უსაფრთხოების სტანდარტებს და ვარგისია საერთაშორისო გადაზიდვებისთვის. სერტიფიკატები გაიცემა სხვადასხვა კატეგორიით, მათ შორის: EURO 3, EURO 4, EURO 5, EURO 6 და EEV უსაფრთხო.
ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს
  • სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელების ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობას;
  • გზისთვის ვარგისობის ტესტის ჩატარებას;
  • ECMT სერტიფიკატების გაცემის, შეცვლისა და გაუქმების წესებს.
ECMT სერტიფიკატის მისაღებად სავალდებულოა პერიოდული ტექდათვალიერების გავლა.
ECMT ტექინსპექტირების ცენტრები:
მიიღე ADR და ECMT შესაბამისობის ოქმი და დასაჩუქრდი.
გაიგე მეტი arrow-right icon