გრინვეი აკადემიაში 2026 წლის ტრენინგები დაიწყო
გრინვეისთვის ხარისხი მხოლოდ სტანდარტი არ არის - ეს უწყვეტი პროცესია. სწორედ ამიტომ 2026 წელსაც, ტრადიციულად, გრინვეი აკადემიის ტრენინგები განახლდა.
ჩვენი მიზანი უცვლელია: ყოველი ვიზიტი გრინვეიში მომხმარებლისთვის იყოს კიდევ უფრო კომფორტული და სწრაფი. მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლებს მუდმივად ჰქონდეთ ახალი ინფორმაცია და მიღებული ცოდნა ყოველდღიურ საქმიანობაში ეფექტურად გამოიყენონ.
შეგახსენებთ, რომ გრინვეის საქართველოს მასშტაბით 32 სერვისცენტრი აქვს. ტრენინგებში ჩართულნი არიან სერვისცენტრების მენეჯერები, გრითერები და ინსპექტორები როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.
სწავლება სხვადასხვა თეორიულ თუ პრაქტიკულ მიმართულებას მოიცავს:
სერვის პლუსის ტრენინგები
- განვიხილავთ სამუშაო პროცესში მომხდარ რეალურ შემთხვევებს;
- ვმუშაობთ ყოველდღიურ სიტუაციებზე, რათა მომსახურება ყველასთვის ერთნაირად კარგი და კომფორტული იყოს;
- ეფექტური ინტერაქციული გარემოს მეშვეობით ხდება როლური მოდელების და სხვადასხვა სიტუაციების გათამაშება;
- ვხვეწთ კომუნიკაციის უნარებს, რაც დაგვეხმარება მომხმარებლის კითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემაში.
ტექნიკური სწავლება
ინსპექტორებისთვის ტრენინგები თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს მოიცავს. აქ მთავარი ყურადღება ეთმობა ტექინსპექტირების წესებსა და რეგლამენტებს. სწავლების დროს განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა:
- ავტომობილის აგებულება და მისი დეტალური შემოწმება;
- ძრავის, სავალი ნაწილის, მუხრუჭებისა და გამონაბოლქვის კონტროლი;
- იმ ხარვეზების გარჩევა, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება შემოწმების პროცესში.
მსგავსი ტრენინგები გრინვეიში სისტემატურად ტარდება. ეს გვეხმარება, რომ ჩვენი გუნდი მუდამ მომზადებული იყოს, მომხმარებელმა კი ზუსტი და ხარისხიანი მომსახურება მიიღოს.
მეტი მნიშვნელოვანი სიახლისთვის, თვალი ადევნეთ ჩვენს ბლოგებსა და facebook გვერდს.