გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი საიტი
star icon

სიახლეები

გრინვეიში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

2025 წელს გრინვეიმ სტუდენტებისთვის ახალი, უპრეცედენტო ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო. პროგრამის მიზანია ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა გამოცდილების გარეშე დაიწყონ კარიერა. სამთვიანი სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში შესაძლებელია გრინვეის თბილისის სერვის ცენტრებში დასაქმება. 
სტაჟირება სტუდენტებს სთავაზობს:
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • სამთვიან პრაქტიკულ გამოცდილებას;
  • დასაქმების შესაძლებლობას სტაჟირების შემდეგ.
პროგრამა მოიცავს ორ პოზიციას:
  • გრითერ-ოპერატორი-800 ლარი;
  • ინსპექტორის ასისტენტი-1000 ლარი.
რა არის პროექტის მიზანი?
სტაჟირება წარმოადგენს გრინვეის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვას ნაწილს. მისი მიზანია:
  • სტუდენტთა ჩართულობით ტექინსპექტირების სფეროს განვითარება;
  • კვალიფიციური კადრების მომზადება;
  • ახალგაზრდებისთვის პროფესიული მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.
სტაჟიორები გაივლიან „გრინვეი აკადემიის” on-job ტრენინგებს, ხოლო პროგრამის დასრულების შემდეგ მიიღებენ სერტიფიკატებს. ტრენინგებზე გრინვეის ტრენერები ყურადღებას ამახვილებენ როგორც ტექინსპექტირების თეორიულ კურსზე და პრაქტიკულ მაგალითებზე, ასევე სერვის პლიუსზე. 
როგორ ჩავერთო?
სტაჟირებაში მონაწილეობის მისაღებად, შეგიძლია:
თუკი დაინტერესებული ხართ როგორ მოემზადოთ გასაუბრებისათვის, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენ ბლოგს. ეს მოგცემთ შესაძლებლობას გამოხატოთ თქვენი მიზნები და  ინტერესი  კონკრეტული მიმართულების მიმართ. 
გაიგე მეტი arrow-right icon

ცვლილება გამონაბოლქვის კოეფიციენტში - ახალი სტანდარტი 2025 წლიდან

2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ტექინსპექტირების რეგლამენტით განსაზღვრული ცვლილება, რომელიც შეეხება ბენზინის ძრავიანი ავტომობილების გამონაბოლქვის სტანდარტს.
ვის შეეხება ცვლილება
სიახლე შეეხება იმ ბენზინის ძრავით აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებმაც პირველადი რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2020 წლის 1 აპრილამდე გაიარეს.
ახალი კოეფიციენტები
2025 წლის 1 იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირებისას გამოყენებული იქნება შემდეგი გამონაბოლქვის კოეფიციენტები:
  • ძრავა უქმ სვლაზე - 0.5%;
  • ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2000 ბრ/წთ-ისა) - 0.3%.
თუ კიდევ გაინტერესებს რა და რატომ მოწმდება ტექინსპექტირებისას, შეგიძლია დეტალურად იხილო ბლოგში.
როგორ იცვლება წინა წელთან შედარებით
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს მოქმედებდა შემდეგი მაჩვენებლები:   
  • ძრავას უქმ სვლაზე - 0.5%;
  • ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2000 ბრ/წთ-ისა) - 0.5%.
2025 წლიდან დაშვებული გამონაბოლქვის ზღვარი ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებასა და სუფთა ჰაერის შენარჩუნებას.
გრინვეი აგრძელებს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მხარდაჭერას და ავტომფლობელებს მოუწოდებს, დროულად გაიარონ ტექინსპექტირება ახალი სტანდარტების გათვალისწინებით. 
გაიგე მეტი arrow-right icon

„გრინვეი აკადემიასა’ და სტუ-ს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი-მემორანდუმი და შეხვედრა სტუდენტებთან

2025 წელს „გრინვეი აკადემიასა“ და საქართველოს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია განათლებისა და ინდუსტრიის დაკავშირების მიმართულებით.
„გრინვეი აკადემიის” მიზანია ავტოინსპექტირების სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადება და ატესტაცია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
„გრინვეი აკადემია“ მხარს უჭერს სტუ-ს პროექტს - „კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამას საწარმოო ბიზნესთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისათვის საინჟინრო განათლებაში“.  პროექტის  მიზანია განათლებაში დამსაქმებლის აქტიური ჩართულობა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული სპეციალისტების აღზრდაა.
ინოვაციური სასწავლო პლატფორმა და ახალი შესაძლებლობები სტუდენტებისთვის
გლობალური პარტნიორების მხარდაჭერით შეიქმნა თანამედროვე სალექციო კურსი უახლესი პროფესიული მასალებითა და ვიდეო ინსტრუქციებით, ასევე ინოვაციური ელექტრონული პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს:
  • მაღალი ხარისხის პროფესიულ სწავლებას;
  • გადამზადებას თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად;
  • მომავალი სპეციალისტების ატესტაციას.
ეს პროგრამა კიდევ უფრო აძლიერებს ტექნიკური ინსპექტირების ხარისხს საქართველოში და მნიშვნელოვან როლს თამაშობს დარგის განვითარებაში.
შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებთან-თანამშრომლობის პრაქტიკული შედეგი
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, სტუდენტთა დასაქმების პროგრამის ფარგლებში, უმასპინძლა შეხვედრას. „გრინვეი საქართველოს“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ. 
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია:
  • გრინვეის საქმიანობის შესახებ;
  • მიმდინარე ვაკანსიებზე;
  • თანამშრომლობის შესაძლებლობებზე;
  • „გრინვეი აკადემიის“ როლზე კადრების გადამზადებაში.
მემორანდუმის შესაბამისად, გრინვეი იღებს პასუხისმგებლობას სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მიაწოდოს ინფორმაცია ღია პოზიციების შესახებ. ასევე შესთავაზოს პრაქტიკა, სტაჟირება და დასაქმების პერსპექტივა.
„გრინვეი აკადემიისა“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობა წარმოადგენს განათლების, ინოვაციისა და პროფესიული განვითარების წარმატებულ სინთეზს, რომელიც მომავალ თაობებს აძლევს რეალურ შესაძლებლობას - მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და წარმატებით დაიმკვიდრონ ადგილი შრომის ბაზარზე.
გაიგე მეტი arrow-right icon

გრინვეის ახალი ფილიალი ბათუმში

2024 წლის 10 ივლისიდან, გრინვეის მაღალკვალიფიციური, სწრაფი და მარტივი ტექინსპექტირების სერვისით სარგებლობა უკვე ბათუმის მოსახლეობასაც შეუძლია - მობილურმა სერვის ცენტრმა, რომელიც აქამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობდა, მომხმარებელთა მაღალი მოთხოვნის საფუძველზე, ბათუმში გადმოინაცვლა.
მისამართი და სამუშაო საათები
სერვის ცენტრი უკვე ფუნქციონირებს და აქტიურად იღებს მომხმარებლებს. მას შეგიძლიათ დადიანის #3-ში ეწვიოთ (ბაგრატიონისა და დადიანის კვეთა, ბენზინგასამართი სადგურის „ქონექთის“ გვერდით). ფილიალი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 საათებში, ხოლო შაბათს 10:00-15:00 საათებში.
მაღალი სტანდარტები და კვალიფიციური პერსონალი
სერვის ცენტრი აღჭურვილია ინდუსტრიის სტანდარტების შესაბამისი ტექინსპექტირების დანადგარებით/ხელსაწყოებით, ხოლო თქვენს ავტომობილს ტექინსპექტირებას მაღალკვალიფიციური პერსონალი ჩაუტარებს. მათი პროფესიონალიზმი მუდმივი გადამზადების შედეგია, რაზეც ვრცლად წაიკითხავთ ბლოგში - სერვის პლუსის ტრენინგები მენეჯერებისა და ინსპექტორებისთვის.
გრინვეის მისია და ხელმისაწვდომობა
გრინვეი მაღალი პასუხისმგებლობის კომპანიაა, რომელიც მუდამ ორიენტირებულია გაფართოებაზე. ჩვენი მიზანია, რომ ტექინსპექტირების სერვისი საქართველოს მოსახლეობისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით მარტივად ხელმისაწვდომი იყოს და ავტომფლობელებს პროფესიონალური სერვისის მისაღებად არ უწევდეთ გრძელი გზის გავლა.
2018 წლიდან დღემდე გრინვეიმ მთელი საქართველოს მასშტაბით 32 ფილიალი გახსნა, მათ შორისაა  ბათუმი. დღეს კი უკვე 2 000 000-ზე მეტ უნიკალურ მომხმარებელს მოვემსახურეთ. გვჯერა, რომ სწორ გზას ვადგავართ. 
საერთაშორისო პარტნიორები
„გრინვეის“ არაერთი სართაშორისო პარტნიორი ჰყავს. ერთ-ერთი პარტნიორია ესპანური კომპანია APPLUS, რომელიც 70 ქვეყანაში ოპერირებს ტექინსპექტირების მიმართულებით. ასევე ვთანამაშრობლობთ საერთაშორისო ასოციაციასთან “CITA”, იგი სახელმწიფო და კერძო სექტორის ორგანიზაციებს აერთიანებს, რომლებიც ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების სფეროში საქმიანობენ.
„გრინვეის“ ყველა ფილიალი, მათ შორის ბათუმის სერვის ცენტრიც, არის აღჭურვილი ACTIA-ს წარმოების ტექნიკით. სწორედ ამ თანამედროვე ტექნიკით მოწმდება ყველა ავტომობილი, ხოლო თუ რაზე და როგორ გადიან შემოწმებას ისინი შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ ბლოგში. 
დაჯავშნე ვიზიტი მარტივად
იმისათვის, რომ ტექინსპექტირების თარიღი არ გამოგრჩეთ, შეგიძლიათ დაჯავშნოთ წინასწარ ვიზიტი და მარტივად გადაიხადოთ ონლაინ სერვისის საფასური, ეწვიეთ ვებ-გვერდს greenway.ge
გაიგე მეტი arrow-right icon