გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი საიტი
star icon

სიახლეები

2024 წლის განახლებული რეგულაციები

2024 წლიდან ძალაში შედის რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლებიც შეეხება როგორც ტექინსპექტირების პროცესს, ასევე მგზავრთა გადაყვანისა და ავტოსადგურების რეგულირებას. 
გამონაბოლქვის კოეფიციენტის ცვლილება
„510 დადგენილების“ შესაბამისად, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი:
  • ძრავას უქმ სვლაზე - 0.5%
  • ძრავას უქმ სვლაზე, მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2,000 ბრ/წთ) - 0.5%
ეს ცვლილება ეხება იმ ავტომობილებს, რომელბიც საქართველოში პირველად რეგისტრირდნენ 2020 წლის 1 აპრილამდე და დღემდე მოწმდებოდნენ 0,55%-ზე.
იმისთვის, რომ თქვენმა ავტომობილმა წარმატებით გაიაროს შემოწმება განახლებული სტანდარტებით, გაეცანით რეკომენდაციებს ბლოგში - ყველაფერი, რაც მოწმდება ტექინსპექტირებისას.
რაც შეეხება 2020 წლის 1 აპრილის შემდეგ პირველად რეგისტრირებულ ავტომობილებს, მათთვის ნორმა უცვლელი რჩება:
  • ძრავას უქმ სვლაზე - არა უმეტეს 0.5%;
  • ძრავას უქმ სვლაზე, მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2,000 ბრ/წთ) - არა უმეტეს 0.3%.
ლამბდა კოეფიციენტი არ უნდა აღემატებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ ნორმას, ხოლო შესაბამისი მონაცემის არ არსებობის შემთხვევაში - 1 ± 0.03-ს.
მგზავრთა გადაყვანისა და ავტოსადგურების რეგულაცია
კანონპროექტი არეგულირებს ავტოსადგურებისა და სამგზავრო გადაყვანის სფეროსთან დაკავშირებულ მრავალ საკითხს, მათ შორის:
  • ავტოსადგურის შესაბამისობის სერთიფიკატებს;
  • ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას;
  • საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის წესებს;
  • ავტოსადგურების სერტიფიცირების პირობებს;
  • მოძრაობის უსაფრთხოებასა და რეგულირებას.
კანონი 2024 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება, ხოლო მისი მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი-2024 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნული მუხლი ეხება მთავრობის ვალდებულებას, შეიმუშავოს და განსაზღვროს ავტოსადგურების სერტიფიცირების წარდგენილი წესები და ვადები. გარდა აღნიშნული რეგულაციებისა, შეგახსენებთ, რომ სავალდებულო ინსპექტირება სხვა კომპონენტებსაც მოიცავს, რაზეც დეტალურად ვწერთ ბლოგში - რა და რატომ მოწმდება ტექინსპექტირებისას.
ცვლილება საბურავების შესახებ
1 იანვრიდან ძალაში შედის ზამთრის სეზონზე გადაადგილებასთან დაკავშირებული მოთხოვნების ახალი წესები, რომლებიც მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაძლიერებას. წესების დეტალური აღწერა განსაზღვრავს, რომ ზამთრის პირობებში სატრანსპორტო საშუალებები უნდა აკმაყოფილებდნენ სპეციფიკურ უსაფრთხოების კრიტერიუმებს.
გაიგე მეტი arrow-right icon

გრინვეის ახალი ფილიალი ხუდადოვზე გაიხსნა!

ტექინსპექტირების კომპანია „გრინვეი საქართველო“, 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, 300-მდე მაღალკვალიფიციური სპეციალისტით და ევროპული სტანდარტების ტექნოლოგიებით აღჭურვილი სერვისცენტრებით.

დღეს „გრინვეის“ სერვისცენტრები ერთი სტანდარტის მომსახურებას სთავაზობენ მომხარებლებლებს როგორც თბილისში, ისე - ქვეყნის ყველა რეგიონში, მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებშიც. 

2023 წელს მომხმარებელთა ინტერესის და საჭიროების გათვალისწინებით, გრინვეის კიდევ ერთი, 32-ე სერვისცენტრი, ახლა უკვე ხუდადოვზე გაიხსნა! 

ჩვენი მიზანია, ჩვენს მომხმარებლებს, შევთავაზოთ მოქნილი და მარტივი სერვისი, მათთან ახლოს.  ხოლო სანამ ინსპექტირებაზე მოხვალთ შეგიძლიათ გაიგოთ რაზე და როგორ მოწმდება თქვენი ავტომობილი.  

ახალი ფილიალი მომხმარებლებს 2023 წლის 15 დეკემბრიდან სრულფასოვან მომსახურებას გაუწევს.

სამუშაო საათები:

ორშაბათი - პარასკევი: 09:00 - 20:00
შაბათი - 10:00 - 18:00
კვირა - 10:00 - 15:00

 მისამართი: ნიკოლოზ ხუდადოვისა და რევაზ ურიდიას ქუჩების კვეთა N4

0 322 99 77 77

გაიგე მეტი arrow-right icon

USAID-სა და გრინვეის თანამშრომლობა

ტექინსპექტირების რეფორმის წარმატებით განსახორციელებლად და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კადრების მოსამზადებლად, 2023 წელს „გრინვეი საქართველომ“ USAID-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. 

ამ თანამშრომლობის ფარგლებში:

  • შემუშავდება სპეციალური სასწავლო მოდულები და პროგრამები;
  • შეიქმნება სრულიად ახალი, მოთხოვნადი პროფესია - „ავტომობილების ტექნიკური ინსპექტორი“;
  • გადამზადდებიან ტრენერები, რომლებიც ევროპული გამოცდილების დანერგვას თბილისსა და მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფენ.

რეფორმის განმტკიცება და ერთიანი მიდგომა

პროექტის ერთ-ერთი მთავარი და გლობალური მიზანი ტექინსპექტირების სტანდარტის ამაღლებაა. აკადემია ხელს შეუწყობს ერთიანი, მაღალი ხარისხის სტანდარტების დანერგვას ყველა მომავალი თუ უკვე არსებული ტექნიკური ინსპექტორისთვის. ეს კი, თავის მხრივ, პირდაპირ აისახება საგზაო უსაფრთხოებასა და მომსახურების ხარისხზე.

პროექტის ვადები

პროექტი 2024 წლის 15 მაისამდე გაგრძელდება, თუმცა შექმნილი ინფრასტრუქტურა, სასწავლო მოდულები და „გრინვეი აკადემია“ გრძელვადიან პერსპექტივაში გააგრძელებს სფეროს განვითარებასა და პროფესიონალი კადრების აღზრდას.

სხვა მნიშვნელოვანი სიახლეებისათვის თვალი ადევნეთ ვებ-გვერდზე ჩვენს ბლოგებს.

გაიგე მეტი arrow-right icon

ცვლილება ინსპექტირების ვადებისა და ჯარიმების საფასურის შესახებ

2023 წლის 3 ივნისიდან ძალაში შევიდა ორი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ცალკეულ შემთხვევებში შეიცვალა ინსპექტირების ვადები და ასევე შეიცვალა ჯარიმების საფასური. 

ცვლილება ცალკეულ შემთხვევებში ინსპექტირების ვადების შეცვლასთან დაკავშირებით:

პირველადი ინსპექტირების შემდეგ, ავტომობილის დახარვეზების შემთხვევაში, ავტომფლობელს მიეცემა 30 კალენდარული დღე.

30 კალენდარული დღის განმავლობაში, განმეორებით ინსპექტირებაზე მოსული ავტომობილის კვლავ დახარვეზების შემთხვევაში, ავტომობილმა თავიდან უნდა გაიაროს პირველადი ინსპექტირება 10 კალენდარულ დღეში.

პირველადი ინსპექტირებისთვის, ამჯერად, ავტომობილის მფლობელს მიენიჭება 10 კალენდარული დღე და შესაბამისად, გადაიხდის პირველადი ინსპექტირების საფასურს.

10 დღიანი ვადა ავტომფლობელს მიეცემა იმ დრომდე და იმდენჯერ, სანამ ავტომობილის მნიშვნელოვან და სახიფათო ხარვეზებს არ აღმოფხვრის.

შესაბამისად, ყოველ ჯერზე, მანამ, სანამ არ გაივლის ტექინსპექტირებას, გადაიხდის პირველადი ტექინსპექტირების ღირებულებას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილების შესახებ:

ავტომობილის  ტექინსპექტირების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ერთხელ დაჯარიმებული ფიზიკური პირი ჯარიმის დაკისრებიდან 30 დღის განმავლობაში თუ არ გაივლის ტექინსპექტირებას, დაეკისრება ჯარიმა - 150 ლარის, ხოლო იურიდიულ პირს - 300 ლარის ოდენობით.

იმავე დარღვევის განმეორების შემთხვევაში, თუ ფიზიკური ან იურიდიული პირი 30 დღის განმავლობაში ისევ არ გაივლის ტექინსპექტირებას, ჯარიმის ოდენობა გაიზრდება - ფიზიკური პირის შემთხვევაში 300 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 500 ლარამდე.

კვლავ 30 დღის გასვლის შემდგომ, იგივე სამართალდარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირისთვის არის 500 ლარი, იურიდიული პირისთვის - 700 ლარი.

გაითვალისწინეთ, 500 ლარიანი და 700 ლარიანი ჯარიმის ოდენობა მოქმედებს ყოველ მომდევნო 30 დღეზე.

რატომ არის მნიშვნელოვანი ვადების დაცვა?

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ტექინსპექტირების ვადებისა და ჯარიმების გამკაცრება, პირველ რიგში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას ემსახურება. დროული ინსპექტირება არა მხოლოდ მზარდი ფინანსური სანქციებისგან დაგიცავთ, არამედ თქვენი და თქვენი მგზავრების მშვიდობიანი გადაადგილების გარანტიაა.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები, თვალი ადევნეთ ჩვენს ბლოგებს ვებ-გვერდზე greenway.ge.

გაიგე მეტი arrow-right icon